reportiori.ge - წამმზომი ჩართულია, „ნაციონალებთან“ დანარჩენი საქართველოს გზაგასაყარამდე ერთი დღე დარჩა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:16
პრეს-დაიჯესტი
წამმზომი ჩართულია, „ნაციონალებთან“ დანარჩენი საქართველოს გზაგასაყარამდე ერთი დღე დარჩა!
ავტორი:
15 ივნისი, 2014. 01:27




ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ გუნავა, რომ ძალიან დიდ დაპირისპირებას გამოიწვევდა რაიონში და მთლიანად სამეგრელოს მოსახლეობაში, ეს ნაცებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ნაცების ხელისუფლების დროს სახალხო დამცველის მოხსენებაში თენგიზ გუნავაზე უსასტიკესი ფაქტები იყო აღწერილი“.

 

ვერდიქტი ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გამოიტანოს. ვისაც მოგენატრათ თქვენი წინაპრების საფლავებიდან ძვლების ამოყრა, ვისაც ენატრება შიშსა და ტერორში ცხოვრება, ვინც შეჩვეულია მონობას, ნუღარ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა მხოლოდ ბედნიერთა ხვედრია. ჰოდა, ჩემო ქართველებო, 15 ივნისს თქვენი ბედნიერებისთვის მუღამში ჩავარდნას, სწორი არჩევანის გაკეთებასა და რთული ამოცანის წარმატებით გადაჭრას გისურვებთ! და თუკი ნიჰილიზმი შეგვიპყრობს, რა იქნება მერე? მერე იქნება ის, რაც ხდება უკრაინაში, არაერთი კომპეტენტური წყარო ღიად საუბრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „თბილისურ მაიდანად“ გადააქციოს. „ნაცების“ მხრიდან უფრო და უფრო აქტუალური გახდა ეპითეტები, „ბიძინა ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩია“, ღია აგრესიით უპირისპირდებიან პრემიერ-მინისტრს და ცდილობენ, ხელისუფლება და პუტინის რუსეთი ერთმანეთს მიაბან. 9-წლიანი ილუზიების ტყვეობიდან გამოსვლის უფლების დაკარგვა „ნაცების“ პოლიტიკური ორბიტიდან დაკარგვას ნიშნავს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა იმ უცხოელი და ქართველი აქტივისტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოში „მაიდანის“ მოსაწყობად ემზადებიან. ამ ინფორმაციას კი მანამდე ჟურნალისტი ირმა ინაშვილი აანონსებდა. როგორც სადღობელაშვილი ამბობს: „არსებობს ორგანიზაცია „დრონი“, რომელიც 10 წელია, ფუნქციონირებს. ამა წლის იანვარში ამ ორგანიზაციამ დიღმის ერთ-ერთ რესტორანში 10 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც შემდეგ სექსუალურ ორგიაში გადაიზარდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც ხელთ მაქვს და საჭიროების შემთხვევაში, გამოვაქვეყნებ კიდეც. ჰყავთ როგორც ლესბოსელები, ასევე გეები. იქ მისულ ახალგაზრდებს მარიხუანას აწევინებენ, „ბიოსაც“ აძლევენ, დისკოთეკებში, ღამის კლუბებში დაჰყავთ და ასე იზიდავენ! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „დრონი“ ახალგაზრდებს ამზადებს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში განხორციელდეს უკრაინული ევრომაიდანის სცენარი. ამ ორგანიზაციას, „ნაციონალების“ გარდა, ფულს აძლევენ ის პოლონური და გერმანული ფონდები, რომლებიც აფინანსებენ კიევში კლიჩკოს პარტიის ახალგაზრდულ ფრთას. მე მაქვს ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან კიევში, კლიჩკოს პარტია „უდარის“ ოფისში მყოფი „ნაციონალები“ გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე. ორგანიზაცია „დრონის“ წარმომადგენლებიც ახლო კავშირში არიან „ნაცმოძრაობის“ ფრთასთან და ერთობლივად ემზადებიან უკრაინული „მაიდანის“ მოდელის თბილისში გადმოსატანად“.

 

და მაინც, როგორ შეძლებს „ნაცმოძრაობა“ ევრომაიდანის დატრიალებას? ამისთვის მათ უკვე დიდი ხანია სამზადისი აქვთ გაჩაღებული, მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთისკენ ურყევი კურსი დააფიქსირა და დაჩქარებული წესით, 27 ივნისს ხელი უნდა მოეწეროს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და გეგმა შეცვალეს, ევროპასთან ასოცირების მოთხოვნით დაწყებული ანარქია ძალადაკარგულად ჩაითვალა და უკრაინული სცენარის კოპირებით წასვლა შეუძლებელი გახდა, თუმცა 27 ივნისამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – 15 ივნისი, როცა პირველად, „ნაცრეჟიმის“ 9-წლიანი მმართველობის მანძილზე, ქართველებს შესაძლებლობა ეძლევათ, არჩევნებით საბოლოოდ გააძევონ ადგილობრივი ხელისუფლებიდან „ნაციონალური“ რეჟიმი. დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები კი განმსაზღვრელი ტესტია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი „ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

 

დღეს „ნაციონალების“ კრიმინალური ძალა გადასულია თავდასხმის რეჟიმზე და პერმანენტულად აცხადებს წინასაარჩევნო დარღვევებს. რაც უკეთებიათ მთელი 9 წელი, ცდილობენ, ის დანაშაული აჰკიდონ ხელისუფლებას. მართალია, მამა აბრაამის ბატკნები არც ესენი არიან, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ „ნაცების“ მხრიდან ზნედაცემულ უტიფრობას უკვე საზღვარი არ აქვს, „ნაცების“ მეძავი ქალებივით იქცევიან და გაჰკივიან, რომ მათ კანდიდატებზე, ზეწოლას ახდენენ „ოცნების“ წევრები, რათა მოხსნან კანდიდატურები. კარგად იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციებზე და მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინეს მკვლელობაში და ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილები.

 

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ გუნავა რომ ძალიან დიდ დაპირისპირებას გამოიწვევდა რაიონში და მთლიანად სამეგრელოს მოსახლეობაში, ეს „ნაცებმა“ ძალიან კარგად იცოდნენ, „ნაცების“ ხელისუფლების დროს სახალხო დამცველის მოხსენებაში თენგიზ გუნავაზე უსასტიკესი ფაქტები იყო აღწერილი, თუ რას საჩდიოდა გუნავა ზუგდიდში, როცა ის მთავარი პოლიციელი იყო, როგორ აწამა ზუგდიდელი ექიმი და როგორ ემუქრებოდა ზღვაში ჩახრჩობით. გუნავას საქმეში ეს ზღვაში წვეთია, ჩვენ ვხედავთ, რომ მას ქარდავასა და ცინდელიანის მკვლელობის თანამონაწილეობაშიც ედავებიან. „ნაცების“ მხრიდან მისი მაჟორიტარად დასახელება კი მიზნად ისახავს ზუგდიდში არეულობას, არჩევნების ჩაშლასა და დესტაბილიზაციას. თითქმის დღე არ გავა, „ნაცების“ ოფისთან დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია არ გამართონ, რასაც „ნაცები“ დასავლეთისთვის გამიზნულ „დანოსებში“ წერენ, რომ მათ თავს ესხმიან „ოცნების წევრები“, ავიწროებენ და დევნიან. სწორედ ამ ვითარების გასამძაფრებლადაა, რომ რეგიონებში წინასაარჩევნოდ დადიან ისეთი ოდიოზური ფიგურები,როგორებიც არიან ბარამიძე, ბოკერია, უგულავა და ა.შ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაცრეჟიმის“ არქიტექტორებად სახელდებიან, მათი ხელისუფლების დროს ქვეყანას ჰყავდა 300 000 პრობაციონერი, ამ ცირფის უკან დგას მინიმუმ 900 000 ადამიანი, მათი ოჯახის წევრების სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ნათესავებზე. ჯამში, „ნაცრეჟიმის“ ხელისუფლებამ ქვეყანაში აზარალა და გააუბედურა მინიმუმ მილიონი ადამიანი, შესაბამისად, დამნაშავე რეჟიმის ლიდერებს ყვავილებითა და დროშებით არავინ შეხვდა და თუკი მათ გამწარებულმა ადამიანებმა კვერცხები ესროლეს, აქ გასაკვირი არაფერია.

 

ასეთი სკანდალები „ნაცებს“ სჭირდებათ დასავლეთში საქვითინოდ, ნახეთ, რა დღეში გვაგდებს ხელისუფლება, ხალხს გვახვედრებს და კვერცხებს გვესვრიანო. „ნაცმა“ ხაჩიძემ უსტარი აფრინა ამერიკის ელჩთან, გვიშველეთ, ზეწოლას ახდენს „ოცნება“ ჩვენზეო. საბოლოოდ კი „ნაცების“ მიზანია, რომ მათი რაპორტების ფონზე დასავლეთმა არჩევნების ლეგიტიმაციაში ეჭვი შეიტანოს, „ნაცები“ ადგილობრივ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, თუმცა მათი მცდელობა წყლის ნაყვა იქნება.

 

ნიშანდობლივია, რომ არჩევნების წინ ორგანიზაცია „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე – 2014“ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი წინა წლებთან შედარებით 4,68 ქულამდე გაუმჯობესდა. აქვე უნდა ითქვას, რომ არჩევნების დამარბევლებისგან განსხვავებით, პროკურატურამ გამოიკვლია 80 ფაქტი, სადაც საუბარი იყო საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე: „სულ რაღაც, 18 თვეში შევძელით ის, რომ დღეს საქართველოში რეალური დემოკრატიაა. ის, რა ბრალდებებიც მოდის ოპოზიციისგან, სრული სიცრუეა! დაგვისახლოენ ერთი ფაქტი, რომელზეც არ არის საქმე აღძრული. ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. დასახელებული 80 ფაქტიდან 76 საერთოდ არ დადასტურდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე პასუხს აგებს“.

 

მაშ ასე, წამმზომი ჩართულია, „ნაციონალებთან“ დანარჩენი საქართველოს გზაგასაყარამდე ერთი დღე დარჩა. ომი თუ მშივდობა? ეს საკითხი მეტ-ნაკლებად არჩევნების დღეს წყდება, ვნახოთ, როგორ ჩააბარებს დემოკრატიის ტესტს ხელისუფლება, ისე, რომ „ნაცხროვას“ „თბილისური მაიდანის“ ილუზია გაუქროს...

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016