„გენიალურ რეჟისორს, თემურ ჩხეიძეს წლის საუკეთესო რეჟისორის პრემია „დურუჯი" გადაეცა" - ინფორმაციას მსახიობი ნიკა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გენიალურ რეჟისორს და გენიალურ ადამიანს, ბატონ თემურ ჩხეიძეს, ვულოცავ თეატრალურ პრემია ,,დურუჯს" წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებას!! ასევე სპექტაკლ ,,გრონჰოლმის მეთოდის" მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ალეკო მახარობლიშვილს, ეკა ჩხეიძეს, აპოლონ კუბლაშვილს და მარჯანიშვილის თეატრს. გილოცავთ!
ვულოცავ სამეფო უბნის თეატრს დათას გამარჯვებას, გადაეცა პრემია ,,დურუჯი" ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი, სპექტაკლში ,,ტროელი ქალები". და სპექტაკლის მთელ შემოქმედებით ჯგუფს: კატო კალატოზიშვილს, ქეთა შათირიშვილს, ნატუკა კახიძეს , მაგდა ლებანიძეს, სალომე მაისაშვილს, დათო გაბუნიას, ნიკა ფასურს. გილოცავთ !!!!!
დავით გაბუნიას გადაეცა პრემია ,,დურუჯი" ნომინაციაში, წლის საუკეთესო დრამატურგი. ყველა გამარჯვებულს გ ი ლ ო ც ა ვ თ!!" - წერს ნიკა თავაძე.
თეატრალური პრემია „დურუჯი" 14 ივნისს, ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა.
თეატრალური პრემიის დაჯილდოების ცერემონია წელს მეექვსედ მოეწყო.