რეგიონები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გორში არჩევნებზე საკუთარი ფეხით მივიდნენ
ავტორი: ლილუ მიროტაძე
15 ივნისი, 2014. 15:57
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, სადაც ორი უბანია განთავსებული, ამომრჩევლების მაღალი აქტივობაა. სოფელში მაჟორიტარობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანზე, სადაც დაახლოებით 1500 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 900-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან. ანალოგიურ აქტივობაა მეორე უბანზეც, რომელიც საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. დილის თორმეტი საათისთვის მთელი სოფლის ჯამური მაჩვენებელი 569 იყო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, უბნებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მივიდნენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ პირებს, წინასაარჩევნო პერიოდში, გადასატანი ყუთის გამოყენების თხოვნით არ მიუმართავთ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57