reportiori.ge - კოსტა-რიკა უძახე შენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:19
სპორტი
კოსტა-რიკა უძახე შენ!
15 ივნისი, 2014. 17:52


ერთ კაცს ვერ ნახავთ თბილისში, ვისაც ეცოდინება კოსტა-რიკის ნაკრების ესა თუ ის ფეხბურთელი სად თამაშობს. სად ჰქონდათ ჭკუა „პსჟ"-ს ხელმძღვანელებს კავანიში 60 მილიონი ევრო  რომ გადაიხადეს. მაგ ფულით კოსტა-რიკის 23-ე ფეხბურთელს იყიდდნენ  და ერთ-ორ ადგილობრივ მობურთელსაც გამოაყოლებდნენ. ეს ხუმრობით და რა დღე აყარეს ფავორიტებად შერაცხულ ურუგვაელებს, ალბათ ყველამ ნახეთ. ამ ჯგუფში, ინგლისელების იტალიელებთან წაგების შემდეგ, ვითარება იმდენად აირია,  ძნელი სათქმელია რას უნდა ველოდოთ.თუ აქამდე სამი ფავორიტი მოიაზრებოდა, ეხლა ოთხივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.


კოლუმბიელებმა გაამყარეს ის აზრი, რომ ბრაზილიაში სასეირნოდ არ ჩამოსულან. წარმოიდგინეთ, ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდი ჯექსონ მარტინესი, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ფალკაოს არ ყოფნის პირობებშიც. ბერძნებთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გვარდადოსთვის ტყუილად არ იბრძვიან ევროპის გრანდები.


კოტ დივუარი მთელი საათის მანძილზე აგებდა იაპონიასთან , მაგრამ 64 წუთიდან „სპილოების" მძიმე არტილერიამ ზედიზედ გაისროლა და გუნდს 2:1 მოაგებინა. ორივე გამარჯვებული აშკარად აღემატება მეტოქეებს და სავარაუდოდ ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობაც ცნობილია.


ის, რომ ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე და ბურთიც მრგვალია, ყველას მოეხსენება, მაგრამ სენსაციაც არის და სენსაციაც. ასეთ გაუთვალისწინებელ შედეგებს უილიამ ჰილის საბუკმეკერო კანტორაც კი ვერ ინატრებდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016