reportiori.ge - ირაკლი ოქრუაშვილმა მშობლიურ სოფელ ტყვიავში არჩევნები წააგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:31
რეგიონები
ირაკლი ოქრუაშვილმა მშობლიურ სოფელ ტყვიავში არჩევნები წააგო
16 ივნისი, 2014. 12:23


„ქართული პარტიის" გორის ორგანიზაციის ლიდერის კახა ერგემლიძის მშობლიურ სოფელში „ქართულმა პარტიამ" არჩევნები წააგო. ზემო ნიქოზში „ქართული ოცნების" რაიონის გამგებლობის კანდიდატს 140-მა ამომრჩეველმა, ხოლო „ქართული პარტიის" გამგებლობის კანდიდატს - 131-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. სულ ზემო ნიქოზში არჩევნებში მონაწილეობა (720-დან) 380-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ქართულმა პარტიამ" არჩევნები ქვემო ნიქოზშიც წააგო. კერძოდ, რაიონის გამგებლობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან" 256-მა მისცა ხმა, ხოლო „ქართული პარტიის" კანდიდატს - 203-მა. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 1144. ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 568-მ მიიღო. რაც შეეხება პარტიულ არჩევანს, ზემო ნიქოზში „ქართულმა ოცნებამ" და „ქართულმა პარტიამ" ხმები 140-140-ზე გაიყვეს. ხოლო ქვემო ნიქოზში 241 ხმა „ქართულ ოცნებას", ხოლო 215 ხმა „ქართულ პარტიას" ერგო.


2014 წლის 16 ივნისის დილის მონაცემებით, რაიონის 73-უბნიდან დათვლილია 65 უბანი.


ქართული ოცნება" (დავით ონიაშვილი) 45,8%, „ქართული პარტია" (ბონდო ვათიაშვილი) 26,85%, „ნაციონალური მოძრაობა" (კახა ტოლიაშვილი) 16,5%.

 

ტყვიავის საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ ორივე უბანზე ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულმა პარტიამ" და მისმა კანდიდატებმა არჩევნები წააგეს. იმ უბანზეც კი, სადაც ტყვიაველები ოქრუაშვილის მოგებას ფიქრობდნენ, „ქართულმა პარტიამ" 35 ხმით წააგო. „გიგუანთ უბნის" მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება" - 263 „ქართული პარტია"- 228. ეს ის უბანია, სადაც ოქრუაშვილი ცხოვრობს. აქ 1145 ამომრჩევლიდან უბანზე 567 ამომრჩეველი მივიდა.


რაც შეეხება „ქარელაანთ უბნის" მონაცემებს, იქ ოქრუაშვილის მოგებას თავიდანვე არც ვარაუდობდნენ და სხვაობა ბევრად მეტია. 281 ხმა „ქართულ ოცნებას", ხოლო „ქართულ პარტიას" - 214. ამ უბანზე კი საერთო ამომრჩევლის რაოდენობა 1120.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016