reportiori.ge - დავით ზურაბიშვილი: ზუსტად ვიცი, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ზუსტად ვიცი, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვე!
16 ივნისი, 2014. 16:58


„ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი დავით ზურაბიშვილი „facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა საბურთალოს სააარჩევნო ოლქში, რისთვისაც ყველას მადლობას უხდის.


მოკლედ, ოფიციალური ინფო კი იგვიანებს, მაგრამ  არაოფიციალური (ანუ შტაბში მოსული ოქმების) ინფორმაციით ზუსტად ვიცი, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვე საბურთალოს (დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონი) საარჩევნო ოლქში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც სერიოზულად იმუშავა და არწმუნებდა ამომრჩეველს ჩემს მხარდაჭერის საჭიროებაში, ანუ ჩემი საარჩევნო შტაბის წევრებს, ზონის უფროსებს, კოორდინატორებს და ა.შ. ასევე დიდი მადლობა მათ ამომრჩევლებთან საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის როგორც კანდიდატის უბან-უბან ჩამოტარებით, ისე ჩადგმით.

 

- ყველა ამომრჩეველს, ვინც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიწრო წრეში ფართოდ გავრცელებული აზრი რესპუბლიკელებისა და ლიბერალების არაპოპულარობაზე, მხოლოდ იმ ვიწრო წრეშია გავრცელებული, რომელიც თვითონაა არცთუ მაინცა და მაინც პოპულარული.

 

- ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, კლასელებს, კურსელებს, თანაპარტიელებს და ა.შ... თანადგომისა და გამხნევებისთვის.

 

- ჩემს მეუღლეს, რომელიც ტვინს კი მიბუღრავდა მთელი ეს საარჩევნო პერიოდი, მაგრამ მაიძულებდა მუდამ ფორმაში ვყოფილიყავი და მგონი ჩემზე მეტად განიცდიდა ყველაფერს...

 

- ჩემს თანაშემწე რუსა მუმლაძე-ავალიანს, პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და პოზიტიური მუხტისთვის.

 

- ჩემს კონკურენტებს (ერთის გარდა), რომლებმაც (იმ ერთის გამოკლებით) პატიოსნად იბრძოლეს და არ უკადრიათ არაფერი ისეთი , რაც პოლიტიკური და ადამინური ეთიკის ფარგლებს სცილდებოდა.

 

- საგანგებო მადლობა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც, დანამდვილებით ვიცი, არ შემოხაზავდნენ 41-ს, რომ არა პირადად ჩემს მიმართ სიმპატია და მხარდაჭერა. ვეცდები გავამართლო ყველა თქვენგანის ნდობა", - წერს ზურაბიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016