reportiori.ge - თბილისის ზოოპარკში სპილოებს პირველი პაემანი ჰქონდათ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
სხვადასხვა
თბილისის ზოოპარკში სპილოებს პირველი პაემანი ჰქონდათ (ვიდეო)
16 ივნისი, 2014. 18:25



თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო მალკას ერევნიდან „საქმრო“ გრანდი ჩამოუყვანეს. სწორედ მათი პაემანი იყო დღეს.

 

დღეს ჩვენი სპილოების ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო. გრანდსა და მალკას პირველი პაემანი ჰქონდათ. არა, არა, ხელიხელჩაკიდებულები, ღაწვებაწითლებულები და დარცხვენილები სკამზე არ იყვნენ ჩამომსხდარნი გვერდიგვერდ. უბრალოდ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. ყველა დაძაბული იყო. არავინ იცოდა, რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა... შესრულდა თუ არა 12:00 საათი, სპილოების გერმანელმა მწვრთნელმა და შეკრებილი ლაშქრის მთავარსარდალმა ტობიასმა ოპერაციის დაწყების ნიშნად სიტყვით მოგვმართა - სპილოს ვოლიერის გარშემო ალყის შემორტყმისა და სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა და იარაღიც დაგვირიგა. რა იარაღი? თანამშრომლები პატარა ქვებით და კენჭებით გამოტენილი პლასტმასის ბოთლებით ვიყავით შეიარაღებულნი. ახლა არ იფიქროთ, თბილისის ზოოპარკში სპილოებს ქვებს უშენენო... ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპილოებს ჩხუბი მოუვიდოდათ, ხმაური უნდა აგვეტეხა, ბოთლები გვეჩხარუნებინა, კენჭები დაგვეშინა და ამით დაგვეფრთხო შეტევაზე გადასული სპილო (აბა გასაშველებლად მრავალტონიან მოჩხუბრებს მანდილით ვერავინ შეუხტებოდა)...საბედნიეროდ გადავრჩით და ყველაფერმა კარგად, კონფლიქტების გარეშე ჩაიარა. ჩვენი ბუშტი გოგო კარგად იქცევა, სიძე კია ცოტა დაბნეული და ჯერ-ჯერობით პატარძალს, ვაშლების ხრამუნსა და აუზში წუწაობას ამჯობინებს. ხვალ, 12:00 საათზე მორიგი პაემანი იგეგმება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - იტყობინება „თბილისის ზოოპარკის“ ადმინისტრაცია.

 

 

სიძე - სპილო გრანდი 18 წლისაა და ერევნის ზოოპარკიდან  12 ივნისს, გამთენიისას ჩამოვიდა. მის ნაცვლად სომხეთში თბილისის ზოოპარკის ბინადარი მამრი სპილო, ბუნკა გაემგზავრება.

 

თბილისის ზოოპარკში აქამდე 2 სპილო ბინადრობდა: 17 წლის მდედრი, სახელად მალკა და მისი ნაშიერიბუნკა, რომელიც უკვე 6 წლის გახდა და იმ ასაკს მიუახლოვდა, როდესაც ბუნებაში ახალგაზრდა მამრი სპილოები დედებს შორდებიან, ვინაიდან მათ მზრუნველობას აღარ საჭიროებენ და დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ზოოპარკები, სადაც მამრი სპილოები ამ ასაკს აღწევენსხვა ზოოპარკებში გზავნიან.

 

გრანდის მისაღებად თბილისის ზოოპარკში არსებულ სპილოების ვოლიერს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაფართოვდა დახურული ვოლიერი და მას გარე ტერიტორიაც მიემატა. ამჟამად გრანდი დახურულ ვოლიერში იმყოფება და ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემოს და მომავალ მეუღლეს.

 

მანამდე მდედრ სპილოს პედიკური გაუკეთეს და საქმროსთან შესახვედრად გაალამაზეს.  სხვათა შორის, ეს პროცედურა მალკას სისტემატურად უტარდება. მომვლელები მას ყოველკვირეულად უკეთებენ სპილოურ პედიკიურს, რაც ფრჩხილებისა და ფეხის გულების დამუშავებასა და გასუფთავებას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016