reportiori.ge - რეზო ამაშუკელის სკანდალური მიმართვა „ნაციონალურ მოძრაობას“: აბა, ჩემო კუდრაჭებო, უდანაშაულო შვლის ნუკრებო... (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
საზოგადოება
რეზო ამაშუკელის სკანდალური მიმართვა „ნაციონალურ მოძრაობას“: აბა, ჩემო კუდრაჭებო, უდანაშაულო შვლის ნუკრებო... (ვიდეო)
17 ივნისი, 2014. 12:11


პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ დასავალის" „facebook"-ის გვერდზე მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელიც კვლავ „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ეხება.


პოეტი განსაკუთრებით დავით ბაქრაძეს აკრიტიკებს, მას მექანიკურ თოჯინას უწოდებს, რომელიც უკნიდან იქოქება და ურჩევს „ქუსლებიდან ჩამოვიდეს". მისი თქმით, მოკუნტრუშე ყმაწვილების დრო დამთავრდა და თუ კიდევ გაბედავენ აქტიურობას, ასიათასობით ხალხი მათ აღარ აპატიებს. პოეტი ნაციონალებს პოლიტიკურ ზოოპარკს უწოდებს და ურჩევს, სახლში დაეგდონ და დაეყარონ, მათთან ერთად პოეტი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელს ფილიპ დიმიტროვსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ყურებით უკრავს ტაშს ყველა მათ აღტკინებაზე".


ამაშუკელი კახა ბენდუქიძის უკრაინაში გადასვლასაც ეხმიანება. მისი აზრით, ყველაზე დიდი უბედურება იმაშია, რომ საქართველოში მოსალოდნელი უბედურება სწორედ უკრაინაში დაიგეგმა.

 

„ერთი თითის აშვერა უნდა, თქვენი სახლებიდან გამოყრას, თქვე უბედურებო. სისხლისმსმელებო. დაგავიწყდათ ყველაფერი?! გაგახსენებენ ამას. ვერც ერთი თქვენგანი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. არავინაა უცოდველი კრავი. ყველას თავისი კვარი ჰკიდია და ცოდვა აქვს. ამხელა ცოდვები, რომელიც თქვენ აიკიდეთ და ყელამდე წუმპეში დგახართ, არასოდეს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ვინ გაეკარა „თავისუფლების ინსტიტუტს", ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, ქვეყნის მტერია, ამის დასაბუთება აღარ მჭირდება. ხვალამდე ჩემო შვლის ნუკრებო, ჩემო მოკუნტრუშე კრეტინებო. წადით და ისევ გააგრძელეთ „Facebook"-ზე წერა. რასაც მეტს დაწერთ, უფრო მეტს მიიღებთ ცხვირ-პირში. კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენი რეზო ამაშუკელი", - მიმართავს პოეტი „ნაციონალურ მოძრაობას". 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016