reportiori.ge - ეკონომიკის სამინისტრომ ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:40
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა
17 ივნისი, 2014. 15:26


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.


მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის კუთხით, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 3 441 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 19%-ით გაიზარდა და 933 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


2014 წლის იანვარ-მაისში (ექსპრეს-მონაცემები) საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 4 498 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და 1 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით არის გაზრდილი და 3 322 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.



2014 წლის იანვარ-აპრილს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 14%-ით გაიზარდა, 897 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 26% დაიკავა: ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, 194 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 21% დაიკავა; იმპორტი 7%-ით გაიზარდა, 703 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი იმპორტის 28% დაიკავა.


2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან 18%-ით გაიზარდა, 1 169 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 34% დაიკავა: ექსპორტი 19%-ით გაიზარდა, 510 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 55% დაიკავა; იმპორტი 17%-ით გაიზარდა 659 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი იმპორტის 26% დაიკავა.

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა) განისაზღვრა 79 ქვეყნით. სულ ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 12% გაიზარდა, 1 374 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 40 % დაიკავა: ექსპორტი გაიზარდა 1%-ით, 228.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი ექსპორტის 24.5% დაიკავა; იმპორტი 15%-ით გაიზარდა, 1 145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი იმპორტის 45.6% დაიკავა.



2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 20%-ით 2013 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს. აღნიშნულ პერიოდში ინვესტიციების ყველაზე მაღალი წილი საფინანსო სექტორზე მოდის (მთლიანი ინვესტიციების 34%), შემდეგ პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა (18%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (17%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6%), უძრავი ქონება (5%), მშენებლობა (2%), ენერგეტიკა (2%). 2014 წლის პირველ კვარტალში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორისაა ნიდერლანდები (28%), აზერბაიჯანი (18%), გაერთიანებული სამეფო (13%), თურქეთი (12%), რუსეთი (8%), საუდის არაბეთი (7%), აშშ (7%).



2014 წლის პირველი კვარტალიც ზრდის ტენდენციით გამოირჩეოდა. მშპ-ს ზრდამ იანვარში - 8,2%, თებერვალში - 5,6%, მარტში - 8,3% დაფიქსირდა, ხოლო იანვარ-მარტის საშუალომ 7,4% შეადგინა.


ამ პერიოდში, 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით განსაკუთრებით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობა (ძირითადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქტების წარმოება) და მშენებლობა, სადაც ორნიშნა ზრდა აღინიშნა. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და რესტორნების სექტორი. ამ პერიოდში შემცირებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ნახშირის, კვარციტის მადნის და ნავთობის მოპოვება), რომლის წილიც მშპ-ში დიდი არ არის (0,9% - 2013 წელს).



2014 წლის პირველ კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,0%-ით (65,8 ლარით), ხოლო 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17,7%-ით (119,4 ლარით) გაიზარდა და 795,5 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები სოფლის მეურნეობის (21,2%), თევზჭერის (18,4%), მშენებლობის (16,1%), საფინანსო საქმიანობის (9,9%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (9,4%), დამამუშავებელი მრეწველობის (8,1%) და სხვა სექტორებში.



2014 წლის პირველ კვარტალში, ასევე, გაიზარდა არასამეწარმეო სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და 819,1 ლარი შეადგინა, რაც 9,6%-ით (72 ლარით) აღემატება 2013 წლის და 25,4%-ით 2012 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებელს.


ამავე პერიოდში, ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 779,1 ლარი შეადგინა, რაც 8,6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 12,8%-ით 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემს.


ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, დადებითი ტენდენციებია ბიზნეს-სექტორის საქმიანობაშიც. 2013 წელს ბიზნეს- სექტორის ბრუნვა (2012 წელთან შედარებით) დაახლოებით 4,2%-ით გაიზარდა და 41 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ზრდით მე-3 და მე-4 კვარტალი გამოირჩეოდა. მე-4 კვარტალში ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 40,6%-ით არის გაზრდილი. ბიზნეს-სექტორის გამოშვება 199 მლნ ლარით არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით.


2014 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ დაახლოებით 10 მლრდ ლარი (ზუსტად: 9 999,2 მლნ. ლარი) შეადგინა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს - 22,7%-ით.

ამასთან, საწარმოთა გამოშვებამ, 2014 წლის პირველი კვარტალში 5 017,6 მლნ ლარს მიაღწია, რაც 15,8%-ით მეტია 2013 წლის, ხოლო 22,7%-ით - 2012 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებელზე.


2014 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 495,7 ათასს გაუტოლდა. ამ პერიოდში 10 000 ადამიანით მეტი (ზუსტად: 9 968 - (2,1%), იყო დასაქმებული, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში და 25 672 ადამიანით მეტი, ვიდრე 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში (ზრდა 5,5%).


მრეწველობის სექტორი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზრდა დაფიქსირდა როგორც 2013 წელს, ასევე, 2014 წლის პირველ კვარტალში. 2013 წელს მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელთან შედარებით, 7,2%-ით, ხოლო გამოშვება 7,6%-ით არის გაზრდილი.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ მრეწველობაში დამამუშავებელი მრეწველობის ბრუნვა 8,7%-ით (470 მილიონი ლარით) არის გაზრდილი და 5,8 მილიარდ ლარს აჭარბებს. დამამუშავებელ მრეწველობაში განსაკუთრებით გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების წარმოება (ზრდა-28,8%; ბრუნვა-171,2 მლნ ლარი); რეზინის და პლასტმასის წარმოება (ზრდა-23,2%; ბრუნვა-174,8 მლნ ლარი); ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის წარმოება (ზრდა-19,1%; ბრუნვა-98,6 მლნ ლარი) და საკვები პროდუქტების წარმოება (თამბაქოს და სასმელების ჩათვლით (ზრდა-17,5%; ბრუნვა-2,6 მლრდ ლარზე მეტი).


2014 წლის პირველ კვარტალში, მრეწველობის ბრუნვის მოცულობამ დაახლოებით 2 მლრდ ლარს (1,997.9 მლნ ლარი) მიაღწია, რაც 15%-ით (259,2 მლნ. ლარით) აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 16,4%-ით (282 მლნ. ლარით) - 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემს, ხოლო გამოშვებამ 1 656,8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს (227 მლნ. ლარით მეტი), ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია (252 მლნ. ლარით მეტი).

2014 წლის პირველ კვარტალში მრეწველობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებამ 767,5 ლარი შეადგინა, რაც 6,7%-ით (48,3 ლარით) აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 13,4%-ით (90,7 ლარით) 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემს.


2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორში ზრდა შეინიშნება და აღნიშნულ პერიოდში ბრუნვამ 481,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 16,8%-ით (69,2 მლნ. ლარით) აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემს. ხოლო გამოშვებამ 530,3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 19%-ით (84,7 მლნ ლარით) აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემს.


2014 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 41 455 კაცი შეადგინა, რაც 592 სამუშაო ადგილით (1,4%-ით) აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს. შესაბამისად, სამუშაო ადგილები გაიზარდა სამშენებლო მოედნების მომზადების (321 კაცით, 62%-ით მეტი), შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა (731 კაცით, 2,1%-ით მეტი) და მოწყობილობების იჯარის (23 კაცით, 4,3%-ით მეტი) საქმიანობაში.


ამავე პერიოდში მშენებლობის სექტორში შრომის ანაზღაურება 143,6 ლარით (17%-ით) გაიზარდა და 995,2 ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს მონაცემი - 20,5%-ით (169 ლარით) არის გაზრდილი.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2013 წელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 2013 წელს 3,4 მლრდ ლარი (345 მილიონი ლარით მეტი) შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 11,4%, 2011 წელთან შედარებით 17%-ით, ხოლო 2007 წელთან - კრიზისამდე პერიოდთან შედარებით 41%- ით არის გაზრდილი.


სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2012 წელთან შედარებით 10,4%-ით (389 მლნ ლარით) არის გაზრდილი და 4,1 მილიარდ ლარს უტოლდება, ხოლო 2011 წელთან შედარებით - 16%- ით (568 მლნ ლარით მეტი).


გაზრდილია სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობა 9,8%-ით არის გაზრდილი, რაც 235 მლნ ლარით აღემატება გასული წლის მონაცემს. ხოლო 2007 წლის კრიზისამდე პერიოდის მონაცემს კი - 605 მლნ ლარზე მეტით. გაზრდილია ასევე სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და იგი, 2013 წელს 9,3%-ს შეადგენს ნაცვლად 8,6%-ისა 2012 წელს.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნეს სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. 2014 წლის პირველ კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა 8,3%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 48,1%-ით 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს. ასევე, გაიზარდა შრომის ანაზღაურება და 2014 წლის პირველ კვარტალში 491,6 ლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.



2013 წელს ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტის სექტორის მოცულობა 1,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა და 2012 წელთან შედარებით 4,9%-ით არის გაზრდილი, რაც 113 მლნ. ლარით აღემატება გასული წლის მონაცემს, ხოლო 2011 წლის მონაცემს კი - 244 მლნ. ლარით.


განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა 2013 წლის ბოლო ორ კვარტალში, როდესაც წლიური ზრდის მაჩვენებელი მესამე კვარტალში 9,5%-ს და მეოთხე კვარტალში 14,7%-ს გაუტოლდა. ასევე, გაიზარდა ტრანსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და იგი, 2013 წელს 7,8%-ს შეადგენს.



მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს ბრუნვის ზრდის დადებითი ტენდენციები. კერძოდ, 2014 წლის პირველ კვარტალში, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის ბრუნვა 1 149,2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10,5%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 13,5%-ით 2012 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებელს. ასევე, 2013 წელს სექტორის ბრუნვა 4 686 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 7,8%-ით (337,4 მლნ. ლარით) აღემატება 2012 წლის მონაცემს.


ამასთან, სექტორის გამოშვებამ, 2014 წლის პირველ კვარტალში 807,2 მლნ. ლარს მიაღწია, რაც 10,5%-ით მეტია 2013 წლის, ხოლო 19,3%-ით - 2012 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებელზე. 2013 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის გამოშვება 2%-ით მეტია 2012 წლის მონაცემზე.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა. 2014 წლის პირველ კვარტალში, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1 085,4 ლარს გაუტოლდა, რაც 9,5%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 16%-ით 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს.


მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის ინდუსტრია. 2013 წელს ტურიზმის სფეროებში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2,9 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 251 მლნ ლარით (9,6%-ით) აღემატება 2012 წლის მონაცემს. ამასთან, ტურიზმის სფეროების წილმა ქვეყნის მთლიან გამოშვებაში 2013 წელს 7,1% შეადგინა, ნაცვლად 6,7%-ისა 2012 წელს.

ამასთან, 2013 წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,7 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 22%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.


2013 წელს სასტუმროების და რესტორნების სექტორის რეალურმა ზრდამ მშპ-ში 7,2% შეადგინა.



2014 წლის პირველ კვარტალში, ასევე, გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რაც 5,2%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 24%-ით 2012 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებელს.


საფინანსო სექტორი: 2014 წელი, პირველი მაისის მდგომარეობით სესხები - 10 457,5 მლნ. ლარი (ზრდა 22,8% - 2013 წლის პირველი მაისის

მონაცემთან შედარებით) მათ შორის: სესხები დარგების მიხედვით - 5 440,8 მლნ. ლარი (ზრდა 16%); სოფლის მეურნეობა - 168,8 მლნ. ლარი (ზრდა 107%) ; ფინანსური შუამავლობა - 300,1მლნ. ლარი (ზრდა 665% (7,7-ჯერ) ; სასტუმროები და რესტორნები - 175 მლნ. ლარი (ზრდა 64,5%) ; ვაჭრობა - 2 424 მლნ. ლარი (ზრდა 11%); მშენებლობა - 429,4 მლნ. ლარი (ზრდა 2%).


სესხები შინამეურნეობებზე - 5 016, 7 მლნ. ლარი (ზრდა 31%) დეპოზიტები - 10 619,2 მლნ. ლარი (ზრდა 23%) . მათ შორის: ვადიანი დეპოზიტები - 5 097,9 მლნ. ლარი(ზრდა 26%) ; დეპოზიტები მოთხოვნამდე - 2 126,2 მლნ. ლარი (ზრდა 22%) ; მიმდინარე ანგარიშები - 3 395,2 მლნ. ლარი (ზრდა 19%).


ფინანსური მაჩვენებლები, 2014 წლის იანვარ-აპრილი. შემოსავლები - 798,8 მლნ ლარი (ზრდა 10,3%2013 წლის იანვარ-აპრილის მონაცემთან შედარებით) ; წმინდა მოგება - 119,9 მლნ ლარი (ზრდა 18%).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016