საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობისას, ზედნადების გარეშე, დიდი ოდენობით ეთილის სპირტის და წითელი ხიზილალის ტრანსპორტირების და რეალიზაციის ფაქტებზე, მოქალაქეები: ანრი სუხიტაშვილი და ნიკოლოზ თედლიაშვილი დააკავეს, ხოლო ვიტალი ბაზანდარაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს არიდებს გამოძიებას.გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, დიდი ოდენობით აღურიცხავი ეთილის სპირტის და ხიზილალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2003-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.