reportiori.ge - ახალციხის პოლიციასთან აქციის მონაწილეები, სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:29
რელიგია
ახალციხის პოლიციასთან აქციის მონაწილეები, სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ
ავტორი:
29 აგვისტო, 2013. 13:12

ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს , რომლის საფუძველზეც, დღეს დღის ბოლომდე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი უნდა დაბრუნდეს. 

ახალციხის პოლიციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა რელიგიური უმცირესობის ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების. 
აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოდერძი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ შეცვლის მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მთელი მესხეთ-ჯავახეთი ფეხზე დადგება, გადაიკეტება ახალციხე-ადიგენის საავტომობილო მაგისტრალი და მინარეთს ჭელას მიმართულებით არ გაატარებენ. 
რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებს, ისინი ხელისუფლებისგან გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვენ და დღის ბოლომდე ადიგენის რაიონში მინარეთის ჩატანას ელოდებიან, მანამდე კი ბათუმის დატოვებას არ აპირებენ. 
სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016