"შემოგვიერთდით ყველა, ვისაც არ გინდათ მინარეთი სახლთან დაგიდგან",- ამ შეძახილით აქციის მონაწილეები, რომლებიც სოფელ ჭელაში მინარეთის უკან დაბრუნებას აპროტესტებენ ახალციხის ავტოსადგურისკენ დაიძრნენ. იუწყება „სამხრეთის კარიბჭე."
"დღის განმავლობაში 3-ჯერ მაინც ისმის სოფელში მოლას ხმა სოფლებიდან: ღორთუბნიდან, კეხოვანიდან და ნამინაურიდან. ამ სოფლებში მინარეთი არ აქვთ, მაგრამ ხმის გამაძლიერებლებით მოლა მოძახილს აკეთებს და ამით ძალიან ვწუხდებით", - ამბობს აქციის მონაწილე ჭელის გვერდით მდებარე სოფელ ჭეჭლიდან.
წყაროს ინფორმაციით, აქციას ახალციხის ახალგაზრდული თვითმმართევლობაც შეუერთდა.
"მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი ხალხი. მე მართლმადიდებელი ვარ." - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოლეგ სანდროშვილი.
აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.