პოლიტიკა
პროკურორი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
17 ივლისი, 2013. 18:26
პროკურატური რევაზ ნოდია ბაჩო ახალაიას დღევანდელ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ბაჩო ახალაიას პოზიცია, რომელსაც საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრაქტიკულად ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია, გარდა უმნიშვნელო ნაწილისა. პროკურატურა შეეცდება დაარწმუნოს სასამართლო, რომ დავით ჭაკუა, მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და ბაჩო ახალაია დამნაშავეები არიან იმ ბრალდებებში, რომელიც მათ აქვთ წაყენებული. შეგახსენებთ, წინასასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ სირცხვილია, როდესაც პროკურატურამ დაზარალებულად სცნო ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც ციხის ბუნტის დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27