საქართველომ, ავად თუ კარგად, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც გადააგორა! თუმცა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, იმისდა მიუხედავად, ამ არჩევნებზე „ოცნებას“ მისცა ხმა თუ არა, ერთ რამეში მაინც თანხმდება: ქვეყანას არსებული კოჰაბიტაციური ჭაობიდან სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში „მეოცნებე“ მერებისა თუ გამგებლების არჩევა ნამდვილად ვერ გამოიყვანს!..
კი, ბატონო, 2013 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ აღარა გვყავს ნაცი პრეზიდენტი!..
კი, ბატონო, 2014 წლის 15 ივნისს, ჩვენ აღარ გვყავს ნაცი მერები და გამგებლები!..
მაგრამ, საქართველოს პარლამენტად წოდებულ დაწესებულებაში 40 პროცენტი კვლავაც ნაცებს რომ უკავიათ, ეს როგორ არის?!
ანდა, ის დარჩენილი 60 პროცენტი, „მეოცნებეებს“ რომ აქვთ გაფორმებული, განა, რამენაირად მიახლოებულად მაინც ასახავს ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისწრაფებებს?!
და ეს რომ მართლაც ასეა, თვალნათლივ გამოჩნდა იმ ყბადაღებული „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ დაჩქარებული, სტახანოვური წესით მიღებისას, როდესაც პედერასტიის ნორმად ქცევას „ოცნების“ მხრიდან იმ პერსონებმაც მისცეს ხმა, რომლებიც, თითქოს ეროვნული ფასეულობების დამცველებად ასაღებენ თავს!..
მოკლედ, საქართველოს პარლამენტში არიან „ხალხის რჩეულები“, რომლებიც არა მხოლოდ არ გამოხატავენ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს, არამედ უჯერებენ შტეფან ფულეს და არ უჯერებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!..
ახლა მითხარით, ძვირფასო მკითხველო, რატომ უნდა წყვეტდნენ ქვეყნის ბედს და უნდა იწოდებოდნენ „ხალხის რჩეულებად“ არსებები, რომლებიც არ უჯერებენ პატრიარქს და უჯერებენ შტეფან ფულეს?!
ანუ ვადამდელმა არჩევნებმა ეს, რბილად რომ ვთქვათ, კაზუსი უნდა გამოასწოროს!
ახლა, მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს:
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, თავს ეს ბილწი კოჰაბიტაცია მოახვიეს!
„მეოცნებეები“ ამავე ხალხს ჯერ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაპირდნენ, ხმა მოგვეცით და კოჰაბიტაციას დავამთავრებთო, მაგრამ – მოატყუეს!
„მეოცნებეები“ ახლა უკვე 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ დაპირდნენ, ხმა მოგვეცით და ჩვენ დავასრულებთ კოჰაბიტაციასო, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, იმთავითვე ატყუებდნენ, რადგან საქართველოს პარლამენტში, როგორც მოგახსენეთ, დეპუტატთა 40 პროცენტი „ნაცია“ და, ამდენად, ეს კოჰაბიტაციაც, სულ ცოტა, კიდევ 2 წელი, ანუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს!..
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ორი წელი უნდა ვუყუროთ ერთმანეთთან ხალხის დასანახავად მოკინკლავე, სინამდვილეში კი კოჰაბიტაციურ ექსტაზში გადაფსკვნილ „ნაცებს“ და „ქოცებს“!..
ანუ, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ჯერ სააკაშვილის რეჟიმის, შემდეგ კი „ნაცქოცური“ კოჰაბიტაციის მიერ გაუბედურებულმა და გაპარტახებულმა საქართველომ კიდევ ორი უძვირფასესი წელი უნდა დაკარგოს!..
ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვადამდელი არჩევნებისა არა მხოლოდ „ნაცებს“ ეშინიათ სიკდვილის დღესავით, არამედ „მეოცნებეებსაც“, რადგან პირველებმაც და მეორეებმაც ძალიან კარგად უწყიან, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ისევე ვეღარ იხილავს „ხალხის რჩეულის“ მანდატს, როგორც სააკაშვილი საქართველოს პირველ პირობას!..
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის რეალური დასრულება საქართველოში მხოლოდ ერთ ვინმეს ძალუძს – ქართველ ხალხს!..
დიახ, მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, აიძულოს ეს ხელისუფლება, რომ ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!
და ეს უკვე ამ შემოდგომაზე უნდა მოხდეს!..
დაე, ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა, რომელიც დღეს აშკარად ჩიხშია შესული!
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სულ რამდენიმე ნაცი და ნაცმიდრეკილი რესპუბლიკელი თუ ლიბერასტი მოხვდება!
ანუ ჩვენ გვეყოლება ახალი პარლამენტი და, შესაბამისად, ახალი მთავრობა, რომელშიც ისხდება ეროვნული მსოფლმხედველობის, პატრიოტი ხალხი, რომლებიც დაუჯერებენ არა შტეფან ფულეს, ან კეტრინ ეშტონს, არამედ – მის უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!..
ასე რომ:
არჩევნები დამთავრდა!
გაუმარჯოს ვადამდელ არჩევნებს!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი“