reportiori.ge - ნუგზარ წიკლაური: „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომიდან ქუჩის აქციებს აუცილებლად შეუერთება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:17
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომიდან ქუჩის აქციებს აუცილებლად შეუერთება!
18 ივნისი, 2014. 18:07



ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა, რომ ხელისუფლებას ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჰყავს, რაც შემოდგომიდან ქუჩის აქციებს გამოიწვევს, ნაციონალური მოძრაობა კი ამ აქციას აუცილებალდ შეუერთდება.

 

არ ველოდებით ქართული ოცნების “პოზიტიურ განვითარებას. მათ წინააღმდეგ,იქნება მნიშვნელოვანი  საპროტესტო ტალღა. ადამიანთა კრიტიკული რაოდენობა, რომელსაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, უკვე არსებობს ქვეყანაში. შემოდგომიდან, ხალხი დაიწყებს საპროტესტო აქციებს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა აუცილებალდ შეუერთდება ამ აქციებს. სამწუხაროდ, სტაგნაცია, რაც ამ ქვეყანაშია დღეს, როგორც ეკონომიკაში, ისე სხვა სფეროებში, იმედგაცრუებულ ადამიანს სხვა ზას არ  უტოვებს, გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე უკრაინის მოვლენების შემდეგ დაახლოებით 2 თვის წინაც საუბრობდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მაშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილზე, ევრომაიდნის სცენარი განმეორებულიყო. მინისტრის ინფორმაციით, ნაციონალები ამ  მიზნით საბურავებსაც იმარაგებდნენ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016