reportiori.ge - საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვუშველოთ „დინამო“ სოხუმს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვუშველოთ „დინამო“ სოხუმს!
ავტორი:
18 ივნისი, 2014. 18:11



ბატონო ირაკლი,

 

გიდასტურებთ პატივისცემას და ქართული ფეხბურთის, ფაქტობრივად, ყველა თაობის წარმომადგენელბი მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ სოხუმის „დინამოსთან“ დაკავშირებული ჩვენი გულისტკივილი.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ეს ძველი, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის გუნდი, პრაქტიკულად, ამოვარდნილია დღევანდელი ქართული ფეხბურთის ორბიტიდან. „დინამო“ სოხუმი დაფუძნდა ჯერ კიდევ 1927 წელს. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის და საქართველოს ჩემპიონატებში. სამწუხაროდ, 1990 წელს გუნდი ორად გაიყო. არაქართველი ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელობის ნაწილმა აირჩია „დინამო“ სოხუმი, რომელიც საომარი მოქმედებების შემდგომ აფხაზეთში დარჩა, ხოლო ნაწილმა (ძირითადად, ქართველი ეროვნების) დატოვა გუნდი და დააფუძნა ახალი კლუბი – სოხუმის „ცხუმი“.

 

საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ინიციატორები, რომლებმაც გადაწყვიტეს, აღედგინათ და აეღორძინებინათ „დინამო“ სოხუმი. მრავალი ობიექტური და სუბიექტური ხასიათის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, ეს გუნდი შედგა და დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის მონაწილეა.

 

მოგეხსენებათ, მეორე ლიგის კლუბები ძირითადად იმყოფებიან მუნიციპალურ დაფინანსებაზე. გასაგები მიზეზების გამო „დინამო“ მოკლებულია ასეთ შესაძლებლობას. ამიტომ კლუბი დღემდე მესვეურთა და ახალგაზრდა ფეხბურთელთა ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, იგი ახლა მეცენატების ყურადღებით არ არის განებივრებული. არადა, სათანადო ფინანსური პირობების  შემთხვევაში, შესაძლებელია, შეიქმნას, ქართველი და აფხაზი ეროვნების ფეხბურთელების თანაცხოვრების პრეცედენტი ერთიან საფეხბურთო გუნდში.

 

კლუბის აღორძინების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მისი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაწინაურება მიგვაჩნია.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, იგეგმება ეროვნული ჩემპიონატის რეორგანიზაცია, უმაღლეს და პირველ ლიგებში გუნდების რაოდენობის გაზრდა. ასე რომ, თუ ვინმე იმსახურებს არასპორტული პრინციპით ლიგაში დაწინაურებას, ეს პირველ რიგში „დინამო“ სოხუმია.

 

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „დინამო“ სოხუმის აღორძინების თემამ მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, პარლამენტართა გარკვეულ ნაწილში, ასევე რიგ სახელმწიფო უწყებებში.

 

ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი და უბრალოდ მამულიშვილი, დაინტერესდებით ამ საკითხით და ხელს შეუწყობთ ქართული ფეხბურთის მატიანიდან, ისტორიული უკუღმართობის გამო, უსამართლოდ ამოგდებული „დინამო“ სოხუმის დაბრუნებას მისთვის განკუთვნილ სივრცეში!

 

პატივისცემით, ქართული ფეხბურთის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები:

 

ვლადიმერ ბარქაია

ილია დათუნაშვილი

მურთაზ ხურცილავა

მანუჩარ მაჩაიძე

ალექსანდრე ჩივაძე

ლევან ნოდია

ოთარ გაბელია

მურთაზ შელია

დავით ქლიბაძე

ნოდარ აკობია

ლევან ბარათაშვილი

გოჩა ჯოხაძე

გიორგი თავაძე

რამაზ მამედოვი

უჩა ქანთარია

ლაშა ჯაკობია

ოთარ შენგელია

გია გრიგალავა

ჯაბა კანკავა

ირაკლი კალუჟა

დავით ჯიქია

 

„დინამო“ სოხუმის დღევანდელი თაობის ფეხბურთელები:

 

ივანე ფილია

ვიტალი ტუპურია

ნიკოლოზ წილოსანი

დავით ბრეგვაძე

შოთა ბერიანიძე

ნიკოლოზ ლიპარიშვილი

არტურ ბადალიანი

ბიძინა გუჯაბიძე

ირაკლი ჟვანია

ილია გორდაძე

ალეკო კაციტაძე

გიორგი ხმალაძე

დავით ჩუბინიძე

დავით სახეიშვილი

ალექსანდრე რთველაძე

ლევან გაბელაია

მამუკა გოგუაძე

გიორგი თავაძე

ვაჟა ბარათაშვილი

 

 


გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016