განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არჩევნების სამათლიანობა საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს.
„არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ პროცესი ყოველგვარი წნეხის და იმ მანკიერი პრაქტიკის გარეშე წარიმართა, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ყოველ არჩევნებზე ვადევნებდით თვალს. არჩევნების სამართლიანობა საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს. არჩევნები თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯად შეაფასეს. თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ყველგან, ქალაქებში, რაიონებში, თუ სოფლებში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა მხარი უპირობოდ დაუჭირა. ეს მხარდაჭერა მეორე ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდება. ამისთვის მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო, რათა არავის მიეცეს საშუალება უკან დაგვაბრუნოს“, - განაცხადა სანიკიძემ.