საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აფასებს და „ქრონიკის“ მკითხველს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. მაშ ასე, რა ხდება მთავრობის კულუარებში, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს ვის მუხლზე დაეძინა და სააკაშვილის რეჟიმის მინისტრი დღეს რატომ წარმოადგენს საფრანგეთში საქართველოს ხელისუფლებას? რატომ ვერ გავდივართ პოლიტიკური სიბნელიდან სინათლეში?
– შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის კულმინაციას აღწევს. ეს ჩანს საერთაშორისო დონეზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონ ბიძინას ჰქონდა პრეტენზიები, რაშიც ვეთანხმები, კერძოდ, მარგველაშვილმა საოცარი ხალხი მოიყვანა ადმინისტრაციაში, ეს იყო ვალოდია ჯინჭარაძეების ბუდე და ჰყავდა ადამიანები, ვინც „ნაციონალებისგან“ იდეოლოგიურად არ განსხვავდებოდნენ, მეგობრები იყვნენ, ერთადერთი, ვინც იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი საპარლამენტო ურთიერთობის საკითხებში დათო პატარაია, მოდის ეროვნული მოძრაობიდან. ის არ ყოფილა ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, დანარჩენი, თითქმის ყველა წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ვანო მაჭავარიანი ამის დასტური იყო. რატომღაც „ოცნებას“ ავადმყოფობაში გადაეზარდა ის, რაც ხდება, თუნდაც გავიხსენოთ ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი ერმაკოვი, და გავიხსენოთ დუშეთის „ოცნების“ კანდიდატი, რომელსაც გამოუქვეყნეს, რომ ის წარსულში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. სამწუხაროდ, ეს არის ტენდენცია და მარგველაშვილის გარემოში შემოიკრიბა ის ხალხი, ვინც „ნაციონალებთან“ იყვნენ მჭიდრო კავშირში და მოიხსენიებოდნენ რეფორმატორებად. ეს არის ჯერ ჟვანიას და შემდეგ „ჯიპას“ „სასტავი“, ის ადამიანები, ვინც მუდმივად „ნაცების“ გვერდით იყვნენ. ეს არის აბსოლუტური ანომალია, წარმოდგენილი იყო ხლხი, ვინც კაცმა არ იცის, სად იპოვეს, არავის ეწყინოს, მაგრამ, როცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დანიშნეს, მთელი სოციალური ქსელი ზანზარებდა, რა აღარ ამოუწიეს. აღმოჩნდა, რომ ლაშა აბეშიძე იყო მარგველაშვილის ცოლისძმა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მიდიოდა. მარგველაშვილის ადმინისტრაციას ნიკა რურუაღა აკლდა, დანარჩენი სრულად წარმოადგენდა „ნაცმოძრაობას“.
– როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილი აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა?
– მე ვფიქრობ, უფრო მეტად გაუძლეს მარგველაშვილის ხუშტურებს, კარგა ხნით ადრე მოველოდი, რომ ეს მოხდებოდა. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი იწყებს თავისი გარემოცვისა და გუნდის წმენდას, არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი და „ოცნების“ პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი შეეგუოს იმას, რაც ხდება „ქართული ოცნების“ გარშემო. კერძოდ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა მათ სიებში აღმოჩნდნენ „ნაცებიდან“ წამოსული ადამიანები, ისიც ვთქვი, ნიკა მელია რომ თავის დროზე გადმოსულიყო „ნაცმოძრაობიდან“, ალბათ, მასაც ხელგაშლილი დახვდებოდნენ „ოცნებაში“, შეიძლება მინისტრადაც კი დაენიშნათ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყება გუნდის გაფილტვრა, ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ვიხილავთ „ქართული ოცნების“ გუნდში, პრემიერ-მინისტრის ტაქტიკაა ასეთი, რომ მიუშვას ბოლომდე და მერე მიხედოს ყველას და ყველაფერს.
– მიზანში ამოღებულთა შორის პირველი ვინ იქნება?
– შეხედეთ, რა ხდება, რას ჰგავს ჩვენი საგარეო საქმეთა უწყება?!: ახლა ერთ სკანდალურ ინფორმაციას მოგაწვდით, კავკასიის საკითხებში საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დებატები გამართა. დებატებზე მოწვეული იყო არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილის ლობისტის, გლუკსმანის მარჯვენა ხელი, გიგა ბოკერიას გამოზრდილი, მიშა სააკაშვილის ყოფილი მინისტრი ევროპის საკითხებში, თორნიკე გორდაძე. კაცი დღემდე მიშა სააკაშვილის ლობისტია ევროკავშირში. თქვენ წარმოგიდგენიათ რაზეა ლაპრაკი?.. არ გადამრიოთ, ხალხო, რომელი სამინისტრო არის დავით სერგეენკო, რომელზეც ხმას არ ვიღებ, იმიტომ რომ ეს კაცი მართლა მუშაობს, მის მიმართ არანაირი პრეტენზიები პირადად არ გამაჩნია. როცა „ნაციონალი“ თორნიკე გორდაძე წარმოადგენს ხელისუფლებას საფრანგეთში და ის არის მოწვეული მთავარ მომხსენებლად, ეს რა არის, გამაგებინეთ, თუ არა სუპერსკანდალი. თუ ჩემი არ გჯერათ, შედით ინტერნეტში, გახსენით საქართველოს საელჩოს საიტი საფრანგეთში და იქ ყველაფერს ნახავთ. თორნიკე გორდაძე რომ მთავარი მომხსენებელია საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, ეს ფაქტია. 11 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ ეს კონფერენცია ჩაატარეს. მე საქართველოს ელჩთან საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ, რომ ამ საკითხს ეკა სირაძე-დელონე ვერ გადაწყვეტდა, ეს არის სამინისტროდან წამოსული ინიციატივა. ევროპის საკითხებში ჩვენი სამინისტრო არაფერს აკეთებს. არც კულტურის სამინისტრო მუშაობს, არც განათლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი რაც გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ამას სახელიც არ ჰქვია. მეტ-ნაკლებად მუშაობს ირაკლი ალასანია... მაგრამ, საბოლოო ჯამში, სახეზე გვაქვს უსუსურობა, ღარიბაშვილი არ ჰგავს იმ ადამიანს, რომ ამას დიდხანს უყუროს.
– ირაკლი ალასანიამ ცუდად დაიწყო კარიერა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის ჩავიდა დუბაიში „კავალი კლუბში“, რომელიც წარმოადგენს ღამის გასართობ ბარს, სადაც ალასანია შეხვდა კეზერაშვილს და გიგი უგულავას. ისინი ალასანიას სთხოვდნენ მფარველობას, პრინციპში, ალასანია დღემდე მფარველობს „ნაცმოძრაობას“ – ფიქრობთ, რომ ალასანია სანდო პარტნიორია „ოცნების“ ხელისუფლებისთვის?
– რაც მოყევით, ეს ფაქტი მეც მსმენია, როგორც სანდო წყარომ მთიხრა, დუბაის ვიზიტი „ნაცებმა“ თვითონ გაუბაზრეს ალასანიას და ამის მტკიცებულებაც აქვთო, არის თუ არა ალასანია-ღარიბაშვილს შორის სერიოზული ჭიდილი? დაპირისპირება სახეზეა, რატომღაც მთელი საქართველო ლაპარაკობს , რომ რესპუბლიკელები არიან წყლის ამრევები, მე დღემდე არ მინახავს, რომ „რესპუბლიკელებს“ რაიმე ისეთი გაეკეთებინოთ და ფარულ ჭიდილში ყოფილიყვნენ შემჩნეული. ხიდაშელის გამოსვლებს რასაც ვუყურებ, სახელმწიფოებრივად აზროვნებს, რასაც ვერ ვიტყვი ალასანიას გუნდზე! არჩევნების შედეგებს როგორც კი გადააფასებს ღარიბაშვილის გუნდი და ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი მმართველი გუნდისთვის, მე ვფიქრობ, რომ დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, ბევრ ცვლილებას ველოდები. მინდა მჯეროდეს, რომ არჩევნების წინ რა განცხადებებსაც აკეთებდა პრემიერი, იგივე „ნაცმოძრაობაზე“, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და ა.შ. ეს დანაპირები შესრულდება. თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ, ჩვენ გადავდივართ დაპირისპირებებზე, მიმდინარეობს შიდასამთავრობო ქვედინებები, ველოდები ახალი გუნდის წარმოჩინებას არჩევნების შემდეგ, ერთი რამის მეშინია, რომ მარგველაშვილმა არ გააკეთოს ის, რასაც ამ წუთში მე არ ვემხრობი და რასაც ასე მოითხოვს ოპოზიცია, ეს არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თუ მარგველაშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური თამაში და გავიდა „ოცნების“ მომსახურების ზონიდან, ის ამას გააკეთებს, რადგან კონსტიტუციური უფლება აქვს. მე რომ საფრანგეთში ვიგებ შიდადაპირისპირებებზე ინფორმაციას, ე.ი. ეს განხეთქილება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებობს. იმ ძალებს, ვინც ჩაბმული არიან ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ადვილად შეუძლიათ გამოიწვიონ კრიზისი და შექმნან პრობლემები.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა“