reportiori.ge - კერძო კომპანიებში ქალი ტოპ-მენეჯერების რაოდენობით საქართველო ევროპულ ქვეყნებს უსწრებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:16
ეკონომიკა
კერძო კომპანიებში ქალი ტოპ-მენეჯერების რაოდენობით საქართველო ევროპულ ქვეყნებს უსწრებს
19 ივნისი, 2014. 12:20


კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში ქალების რაოდენობის მიხედვით საქართველო 35%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი.  მონაცემებს Grant Thornton" აქვეყნებს. კვლევაში Grant Thornton International Business Report for 2014" პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც, როგორც აღმოჩნდა, კომპანიების ხელმძღვანელობაში ქალების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ში. კერძოდ, რუსეთში კომპანიების ხელმძღვანელებს შორის 43% ქალია. რუსეთს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მოსდევს, საქართველო და სომხეთი კი 35%-ით არიან წარმოდგენილნი.


Comმersant.ge წერს, რომ რამდენად მოულოდნელიც უნდა იყოს, სხვა ევროპულ ქვეყნებში ბიზნესი არ იჩენს დიდ სურვილს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დაინიშნონ.


მაგალითად, ესპანეთში, ისევე როგორც აშშ-ში, კომპანიების ტოპმენეჯმენტში ქალების წარმომადგენლობა მხოლოდ 22%-ია. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 20%-ს აღწევს, დანიაში 14-ს, შვეიცარიაში 13-ს, ნიდერლანდებში კი 10%-ზე ნაკლებია. მეტიც: ევროპულ ბიზნესს ყველაზე ნაკლებად სურს, კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში ქალები იხილოს. დანიური კომპანიების 71%-ს ზედა რგოლში არცერთი ქალი არ ჰყავს დასაქმებული. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 67%-ია.


ევროპის ფარგლებს გარეთ იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც  ქალები ტოპ-მენეჯერებად ძალიან იშვიათად გვევლინებიან, არიან ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები 14%-ით, და იაპონია 9%-ით.


მთლიანობაში, მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიების მმართველობის ზედა რგოლებში ქალების წილი 24%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად (25%) ქალები საკადრო სამსახურებს ხელმძღვანელობენ ან ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებენ (23%). მსოფლიოს კომპანიების მხოლოდ 12%-ს ჰყავს ქალი აღმასრულებელი ან მმართველი დირექტორი.


ყველაზე ხშირად ქალი-ხელმძღვანელები წარმოდგენილნი არიან საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016