reportiori.ge - მირიან ნიკოლაძე: ახალაია პროკურატურასთან ალიანსშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:59
სამართალი
მირიან ნიკოლაძე: ახალაია პროკურატურასთან ალიანსშია
ავტორი:
29 აგვისტო, 2013. 14:28

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პროკურატურას ახალაიების ოჯახის მფარველობაში ადანაშაულებს და პოლიტიკოსებს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით ნიკოლაძემ გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


„გამოვლენ გაკვირვებული სახეებით, მაპატიეთ და, ინდაურები რომ ჰყავთ მინისტრებად და იტყვიან, ვაიმე რატომ შიმშილობს პატიმარი, რა უნდათ, ყველაფერი აქვთო. მათ საჭმელი კი არა, სამართლის აღსრულება და ღირსების დაბრუნება უნდათ."- აღნიშნა ნიკოლაძემ.

ადვოკატის განცხადებით, დათა ახალაია  პროკურატურასთან კურკურებს, „ნაკოლებს" იძლევა, პროკურატურას ამუშავებს და ამის გამო დიდ სარგებელსაც იღებს.

„რატომ უნდა გითხრას პროკურატურამ უარი ექსპერტიზაზე? ვეხვეწები, თქვე დალოცვილებო, ჩაატარეთ ექსპერტიზა და რომ ვნახავ, დოკუმენტზე ხელმოწერა ყალბია, გამოიკვეთება დამნაშავე, რადგან კვალი წავა იმისკენ, ვინც ყალბი დოკუმენტი შეადგინა. აი, ამაზე რომ პროკურატურა უარს გეტყვის, როგორ არ უნდა იფიქრო, რომ ახალაია პროკურატურასთან ალაინსშია? ამჟამად ძირითადად ორიენტირებულები არიან ბაჩო ახალაიას გამოშვებაზე და ეს ბარტერია. მე ძალიან მეშინია, როგორც მოქალაქეს, რომ პროკურატურის ამ დამოკიდებულებამ არ გამოიწვიოს გაუკონტროლებელი პროცესები. მე ვიცი ამ ხალხის განწყობები, ვინც უსამართლდ დაიჩაგრა და ამ დაჩაგვრას გრძელებს პროკურატურაც. ეს ცეცხლზე ნავთის დასხმაა და თუ ასე გაგრძელდა, დიდი ცეცხლი გადაუვალი იქნება."- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016