1. მსახიობი კირა ნაიტლი ოდესღაც ამაზე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა ახლა კირა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ თანამედროვე მსახიობად ითვლება. მონაწილეობს თამამ ფოტოსესიებში და არის Chanel-ის სახე.
2. მსახიობი კრისტენ სტიუარტი გამხდარი არაა, მაგრამ მკერდის ზომა მაინც თითქმის 0 აქვს. ამას ხელი არ შეუშლია გოგონასთვის 28.5 მილიონის გამომუშავებაში ერთი როლიდან გახმაურებულ ვამპირულ საგაში.
3. მილა იოვოვიჩმა შვილის გაჩენის შემდეგაც შეინარჩუნა თავდაპირველი ფორმები და პატარა მკერდითაც მშვენივრად გაზარდა ბავშვი. მილა პლანეტის სექს-სიმბოლოთა შორისაა.
4. მსახიობ ნატალი პორტმანს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი მკერდის გადიდების შესახებ, თუმცა ბოლოს მაინც ნატურალური და პატარა ზომის არჩია დიდ სილიკონს.
5. კეიტ მოსი 14 წლის ასაკში, როდესაც მოდელის კარიერას იწყებდა, ძალიან დაკომპლექსებული იყო საკუთარი მკერდის გამო. მოგვიანებით, 90-იან წლებში საკმაოდ წარმატებული მოდელი გახდა.
6. კეიტ ჰადსონი, ლამაზი ქერა გოგონა, პატარა მკერდითაც ჭკუიდან შლის მამაკაცებს. მისი ყოფილი შეყვარებული ოუენ უილსონი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ ლამაზმანი მასთან არ დაბრუნდებოდა.
7. კირსტენ დანსტი, ადამიანი-ობობას საყვარელი გოგონა, 1995 წელს პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალთა სიაში მოხვდა.მსახიობი არ მალავს, რომ გადაღებების დროს ქალურ გამჭრიახობას იყენებს და ვიზუალურად მკერდს იზრდის. თუმცა, ხალხში და სხვადასხვა მიღებებზე იგი ყოველთვის ბუნებრივი მკერდით გამოდის.
8. ჰაიდი კლუმი, გერმანელი ტოპ-მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ასევე პატარა მკერდის პატრონია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გამხდარიყო „Victoria's secret"-ის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სახე.
9. რენე ზელვეგერი -არასტანდარტული გარეგნობის პატრონი, სწორედ ეს ხდის მას ასეთ პოპულარულს და წარმატებულს.
10. ოლივია მუნი - ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი ასევე „Playboy"-ის მფლობელის ჰიუ ჰეფნერის მუზა. მკერდის არქონის მიუხედავად, გოგონა პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის მეორე ადგილზეა.