reportiori.ge - ყირიმული გაკვეთილები: ამერიკა საქართველოს ეხმარება, აფხაზეთი კი დაივიწყა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ყირიმული გაკვეთილები: ამერიკა საქართველოს ეხმარება, აფხაზეთი კი დაივიწყა
ავტორი:
19 ივნისი, 2014. 17:50


ჟურნალ „ფორინ პოლის"-ში დაბეჭდილია

პოლიტოლოგების

ლინკოლნ მიტჩელისა და ალექსანდრე ქულის

ანალიტიკური სტატია,

რომელშიც ავტორები პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის პოლიტიკას „არასიცოცხლისუნარიანად" მიიჩნევენ.





ასე, მაგალითად, საქართველოში ვაშინგტონმა აფხაზეთის იგნორირება მოახდინა, სამაგიეროდ, სოხუმი მოსკოვს დაუხლოვდა. მსგავსი რაღაც მოხდა უკრაინაშიც, როცა ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა.




აფხაზეთში ამასწინანდელი პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა, უკრაინის ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლებოდა ამერიკისათვის სეპარატიზმის პრობლემებზე ოფიციალური პოზიციის გამოხატვის საბაბი გამხდარიყო: თუ როგორ უყურებს ვაშინგტონი აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტას და როგორაა დაინტერესებული მისი მოგვარებით. მაგრამ თავისი „არაეფექტური საგარეოპოლიტიკური კურსის" შედეგად ვაშინგტონს არ აქვს კავშირები არც აფხაზეთის ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან. შესაბამისად, ამერიკამ ვერ შეძლო რეგიონზე გავლენის მოხდენა და ახლა აფხაზეთი სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.




ბრიუსელი და ვაშინგტონი უკვე დიდი ხანია უარს ამბობენ აფხაზეთის მთავრობასთან რაიმე კონტაქტების დამყარებაზე. ასეთ ვითარებაში ოპოზიციასთან კავშირებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მიზეზი ისაა, რომ დასავლეთის მთავრობებს არ სურთ რაიმე ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაძლოა სეპარატისტული მთავრობების ლეგიტიმურობის აღიარებად აღქმულიყო", ისინი ხომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.




ასეთი პოზიცია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ვაშინგტონის სტრატეგიული პოლიტიკის საერთო კურსის შემადგენელი ელემენტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მათი „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" განმტკიცებაში და დასავლურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციაში გამოიხატება. მაგრამ ბოლო მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ „ასეთ სტრატეგიას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს: გამოავლინა რა აგრესიული და მადესტაბილიზებელი როლი, მოსკოვმა რეგიონული და ეთნიკური უმცირესობანი საქართველოს და უკრაინის  დასანაწევრებლად და ორივე ქვეყნის ტერიტორიების გასაკონტროლებლად გამოიყენა. სწორედ ამიტომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ და შეიმუშაონ ამ პრობლემისადმი „კომპლექსური მიდგომა" და გაერკვნენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების დეტალებში - ეს უნდა გახდეს პირველი ნაბიჯი სეპარატისტულ რეგიონებში დასავლეთის გავლენის აღდგენის მიზნით, - მიუთითებენ ავტორები.




ყირიმსა და აფხაზეთს „რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ იმ სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი აღმოჩნდნენ [თბილისისა და კიევის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ]", - აღნიშნავენ ავტორები, - „ამ რეგიონების მოსახლეობას უფრო კარგი ურთიერთობა რუსეთთან ჰქონდათ. რაც შეეხება კონკრეტულად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ისინი საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან აღარ ემორჩილებიან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილისათვის ისინი იყვნენ, არიან და დარჩებიან საქართველოს შემადგენელ ნაწილებად".




რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, ვაშინგტონის სრული მხარდაჭერით, მიიღო  კანონი ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ",  რომელიც, ლ.მიტჩელისა და ა.ქულის აზრით, „კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა", რადგან ამ სამართლებრივი აქტით მესამე ქვეყანას აეკრძალა რაიმე მოქმედების განხორციელება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, თბილისის ნებართვის გარეშე. ამასობაში კი რუსეთმა „ორივე რესპუბლიკა მთლიანად ხელში ჩაიგდო, მათთან ორმხრივი ხელშეკრულებები" გააფორმა, რომელთა საფუძველზე მოსკოვმა  აფხაზურ და ოსურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე დე-ფაქტო სრული კონტროლი მიიღო.




აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისეთი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, რომლებსაც რუსებთან  ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო. სწორედ ეს განასხვავებთ მათ ძირითადად ყირიმისაგან, რომლის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ეთნიკური რუსი და რუსულენოვანია". ყირიმის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ აქ რუსეთის სამხედრო ყოფნის დონე ძალიან მაღალია - ჯერ კიდევ 1991 წლიდან სევასტოპოლში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზაა დისლოცირებული. თუმცა, ობიექტურად რომ ითქვას, ყირიმის ანექსია ამ ფაქტორმა კი არ გამოიწვია, არამედ უკრაინის ახალი ხელისუფლების პროდასავლურმა კურსმა: ადგილობრივმა რუსულენოვანმა მოსახლეობამ როგორც კი ცენტრალური ხელისუფლების პროდასავლური ინიციატივები გაიგო, „მხურვალედ მიესალმა რუსეთის ჩარევას და ნებაყოფლობით დათმო რეფერენდუმით მოპოვებული თავისი სუვერენული სტატუსი, ანუ რუსეთს შეუერთდა", - აღნიშნავენ ავტორები.




ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის ძირითადი შეცდომა გახდა აფხაზთა სურვილებისა და მიზნების უგულებელყოფა. ამერიკის ხელისუფლებამ აირჩია „სტრატეგიული თმენის" პოლიტიკა და გადაწყვიტა, რომ თუ საქართველოს აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევაში დაეხმარებოდა, მაშინ აფხაზები თვითონვე მოისურვებდნენ აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოში დაბრუნებას. პრაქტიკაში კი ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონი „არაფერს აკეთებდა" სოხუმთან საკონტაქტოდ და მხოლოდ კრიტიკულ განცხადებებს გვასმენინებდა, რომლის თანახმად, რეგიონში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ითვლებოდა. იგივე სტრატეგიას მიმართავდნენ ამერიკელები ყირიმის მიმართადაც.




აშშ-ის ასეთი პოზიცია გამომდინარეობს ვაშინგტონის პოლიტიკიდან, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის  განმტკიცებას გულისხმობს - მათი დასავლურ სტრუქტურებში - ნატოსა და ევროკავშირში ჩართვის გზით. მართალია, ამ სტრატეგიამ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მიმართ გაამართლა (ისიც იმიტომ, რომ ამ პატარა სახეელმწიფოებში პროდასავლური განწყობა ისტორიულად ძალიან ძლიერი იყო), მაგრამ უკრაინასა და საქართველოში კრახი განიცადა - იმ მიზეზით, რომ ვაშინგტონი სეპარატისტულ ტერიტორიებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.




ამერიკის ხელისუფლებამ არ მოისურვა აფხაზთა მოთხოვნილებებისა და სურვილების გათვალისწინება, არადა, „ეთნიკური აფხაზების 79%-ს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს". გარდა ამისა, მაინც და მაინც სწორი არ აღმოჩნდა ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი კომპონენტიც: მართალია, ვაშინგტონი თბილისს აქტიურად მხარს უჭერდა აფხაზური დამოუკიდებლობის შეზღუდვაში (იმდენად, რამდენადაც მისი დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის აგრესიის გამართლებას ნიშნავდა), მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკას უფრო დაბალანსებული კურსი უნდა აერჩია აფხაზურ საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით. ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეეძლოთ აფხაზეთში ჩასვლა, ისინი კი ნაბიჯს არ დგამდნენ, პირიქით, ხელს უშლიდნენ აფხაზ ჩინოვნიკებს დასავლეთთან კონტაქტებში.




ამგვარი შეცდომების გამო ამერიკა რეგიონში ნეგატიურ შედეგებს ღებულობს: ყირიმისა და აფხაზეთის მოვლენებს არათუ შეუძლიათ ჩაშალონ ან გაართულონ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, არამედ ასევე შეუძლიათ სამხრეთ ოსეთს კვლავ გაუღვიძონ რუსეთისათვის მიერთების სურვილი, - ხაზს უსვამენ ავტორები.




რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცდომები არ შეიძლება რუსეთის აგრესიის გამართლებად ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება ის სამხედრო ოპერაციები და მხარდაჭერა, რომელიც მან თავის პოლიტიკურ კლიენტებს აღმოუჩინა, - ასკვნიან ავტორები, - მაგრამ აფხაზური დემონსტრაციები და დასავლეთის უუნარობა [მათზე ზეგავლენის მოსახდენად], ამერიკისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისათვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. მათ უნდა გადახედონ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტს".






წყარო:

 

 

http://www.foreignpolicy.com/articles/2014/06/16/learning_from_crimea

 

http://russian.rt.com/inotv/2014-06-17/Foreign-Policy-Pomogaya-Gruzii-SSHA






(მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016