reportiori.ge - პრეზიდენტს ახალი საპარალმენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი ჰყავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:16
პოლიტიკა
პრეზიდენტს ახალი საპარალმენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსი ჰყავს
19 ივნისი, 2014. 18:33


საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა.


2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავა გიორგი კვერენჩხილაძემ. 2014 წლის იანვრიდან დღემდე იგი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. 


გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში  მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაძე დავით პატარაია შეცვალა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016