reportiori.ge - სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში კალიებს ანადგურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:43
რეგიონები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში კალიებს ანადგურებს
ავტორი: ანა ნოდია
20 ივნისი, 2014. 11:35



სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის წინააღმდეგ წამლობას ავიაციით ახორციელებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ნათესების წამლით დამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.


ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში 25649 ჰა ფართობია დამუშავებული. წამლობა სამანქანო დანადგარებით მავნებლის დაჭუპრებამდე გაგრძელდება. აღნიშნულ ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამისმცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად დამუშავდა მავნებლის გავრცელების კერები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. ამ ეტაპისთვის სპეციალური სამანქანო ტექნიკით შეწამლულია 15749 ჰა ფართობი. მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო 23 მაისიდან საჭირო გახდა ავიაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შეიწამლა სამანქანო დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები. ამ ეტაპზე ავიაციით დამუშავებულია 9 900 ჰა. 

 


სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სამუშაოების ჩატარება 26 000 ჰა ფართობზე იყო დაგეგმილი, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე დამუშავდება მეტი ფართობი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016