უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს სამაჩაბლოში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ეთნიკური ქართველების გატაცების ფაქტზე და ხელისუფლებას მიმართავს დაუყოვნებლივ განახორციელოს სათანადო რეაგირება. განცხადება თევზაძემ „რეპორტიორს" მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გიორგი თევზაძეს მიაწოდა ჟურნალისტმა თამილა ლომიშვილმა, რომელიც ეხება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი საოკუპაციო ძალებისა და ოსი სეპარატისტების მიერ მისი ნათესავის კახაბერ სულაბერიძის და რამდენიმე ქართველი ახალგაზრდის გატაცებას.
ეს პირები უკვე 38-ე დღეა რაც გატაცებულები და გადაყვანილი არიან ცხინვალის იზოლატორში. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა საოკუპაციო ტერიტორიიდან გადმოსული ოსების მიერ გადახდილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლებული პირის მიერ, რომელმაც ეს იმფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტ თამილა ლომიშვილს. თამილა ლომიშვილის განმარტებით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი მასზედ, რომ ეს გატაცებული ქართველები შესაძლებელია ნაწამები და ცოცხლები აღარც არიან. სამწუხაროდ, ეს ფაქტი დღეს გახდა ცნობილი. ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ასეთი ფაქტები გაცილებით მეტია, ვიდრე საზოგადოებისთვის არის ცნობილი. შექმნილი ვითარება ხელისუფლებას ავალდებულებს კონკრეტული ქმედებები განახორციელს გატაცებული ქართველების ადგილსამყოფელის და მდგომარეობის გასარკვევად და გასათავისუფლებლად.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის პირობებში უკეთ დაცული იქნება საოკუპაციო საზღვის პირა მაცხოვრებლების ელემენტარული უფლებები. მსგავსი ფაქტები ადასტურებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუცველია მსგავსი შემთხვევებისგან. ბუნებრივია, ყველაფეი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე ქმედებების პროვოცირება და ვითარების დაძაბვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი დაიბანოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ეფექტურ რეგირებას წარმოადგენილ ინფორმაციაზე და ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში რეაგირების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის.
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელს შესაბამისი რეაგირება ამ ფაქტზე", -აღნიშნულია უფლებადმაცველის გიორგი თევზაძის მიერ გავცელებულ განცხადებაში.