მომღერალმა ნინა სუბლატმა „რეიტინგთან" ინტერვიუში ქართულ შოუ-ბიზნესში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოში შემდგარი მომღერლები არ არსებობენ, ვინაიდან, ყურადღებას მარტო ვოკალს აქცევენ, შოუ-ბიზნესისთვის დამახასიათებელ ბევრ სხვა ნიუანსს კი უყურადღებოდ ტოვებენ.
„სიმართლე გითხრათ,ჩემთვის, საქართველოში, შემდგარი მომღერლები არ არსებობენ. ვერავის ვხედავ, თუნდაც ჩვენ წინა თაობაში, რომელსაც კარგი სიმღერა ან კარგი ვიდეოკლიპი აქვს. კარგად სიმღერასთან პრობლემა ნაკლებად გვაქვს. შემდგარ მომღერალში იგულისხმება ყველაფერი, რეპერტუარი, იმიჯი, პერფორმანსი, ბევრი პატარა დეტალი. ამას რატომღაც ახტებიან ხოლმე და მხოლოდ კარგად სიმღერა ხდება დასაფასებელი, არადა, მსოფლიო მასშტაბით ამ მატარებელმა, მგონია, რომ უკვე ჩაიარა. ალბომს რომ ვწერდი, განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, რა ხდება საზღვრებს გარეთ და უკანა პლანზეა გადასული კარგად სიმღერა, ძალიან ბევრი სხვა რამ არის წინ წამოწეული. დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი უფრო მეტად იზიდავს ხალხს. იმის მიუხედავად, მომწონს თუ არა, ეს არის პოპკულტურა, ტენდენცია, რომელსაც ან მიჰყვები, ან - არა", - განაცხადა სუბლატმა.