reportiori.ge - შალვა ფიფია: 13 მსხვილი ებრაული კომპანია საქართველოში პარტნიორების მოძიებითაა დაინტერესებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:53
ეკონომიკა
შალვა ფიფია: 13 მსხვილი ებრაული კომპანია საქართველოში პარტნიორების მოძიებითაა დაინტერესებული
23 ივნისი, 2014. 20:27

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების მინისტრმა იაირ შამირმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ბიზნესფორუმი - "საქართველო-ისრაელის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში" გახსნეს.


ფორუმში მონაწილეობდნენ ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, თანადაფინანსების ფონდის, ასევე 70-მდე ქართული და ებრაული კომპანიის წარმომადგენლები.


"საქართველოში იმყოფება ბიზნესმენთა ჯგუფი ისრაელიდან. 13 მსხვილი ებრაული კომპანია დაინტერესებულია საქართველოში პარტნიორების მოძიებით და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ინვესტიციის განხორციელებით. სწორედ ამიტომ გაიმართა დღეს ეს ფორუმი. ისრაელის დელეგაციის წევრებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები გავაცანით. აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფო არის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენების კუთხით. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ისრაელთან პარტნიორობა და თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შალვა ფიფიამ.


როგორც ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების მინისტრმა იაირშამირმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან.


,,გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ისრაელის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას და პარტნიორების მოძიებას. საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება ნამდვილად პერსპექტიულია და საინტერესოა ინვესტორთათვის", - განაცხადა იაირ შამირმა.


ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პირისპირ შეხვედრებიც გამართეს


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016