რეგიონები
ფერმერი ირინა ფხოველიშვილი: კახეთი სტიქიური უბედურების ზონაა
ავტორი: თეო ტაბატაძე
24 ივნისი, 2014. 11:06
კახელი ფერმერების განცხადებით, ალაზნის არხის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე მიწებს უკვე მეორე წელია, ტენი არ მოხვედრია.
ფერმერების უმრავლესობამ წელს ხორბალი და ქერი იმის გამო ვერ აიღო, რომ თავთავი არ გაიზარდა, სამწუხაროდ , იქ ტექნიკაც ვერ შევიდა. მათი თქმით, ხორბლის ერთი ნაწილი კალიებმა დააზიანეს და მოსავლის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ერთ ჰექტარ ფართობზე მოსავალმა მხოლოდ 600-700 კილო შეადგინა.
„გლობალურად საშიში მდგომარეობაა. კახეთი არის სტიქიური უბედურების ზონა. თუ სხვა რაიონებს სეტყვა აზარალებს, ჩვენთან ნალექი არ მოდის. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ხალხს რაიმე სახის შეღავათი დაუწესოს", - აცხადებს ფერმერი ირინა ფხოველიშვილი.
დაზარალებული ფერმერები დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57