reportiori.ge - ალექსანდრე ჭიკაიძემ და რიჩარდ ნორლანდმა ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა გახსნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:27
რეგიონები
ალექსანდრე ჭიკაიძემ და რიჩარდ ნორლანდმა ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა გახსნეს
24 ივნისი, 2014. 15:31


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსთან გენერალ-მაიორთან ზურაბ გამეზარდაშვილთან და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან ერთად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.


ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.


დღესვე შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა"-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ერთობლივი მართვის ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცენტრის მთავარი ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელს რეგიონს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016