თამარ კინწურაშვილის განცხადებით, „უწყებათაშორისი საბჭოს", იუსტიციის სამინისტროსთან დაქვემდებარების შემთხვევაში, კომისიის საქმიანობა საგრძნობლად გაიზრდება. მას გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„არა აქვს არესებითი მნიშვნელობა კომისია იუსტიციის საბჭოსთან იქნება თუ უშიშროების საბჭოსთან. საუბარია იმაზე რომ იმ გამოწვევებს უპასუხოს ამ ფორმატმა რომელიც დღეს არსებობს. ეს არის პირველ რიგში ძალადობრივი გარემო, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ასევე უმცირესობის ჯგუფების მიმართ. რაც არჩევნების სამართლიან და ნორმალურ გარემოში ჩატარებას ხელს უშლის." -აღნიშნა „უწყებათაშორისი კომისიის" თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით ამ ეტაპზე აღნიშნული ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკანონმდებლო ორგანომ. შესაბამისად შეიცვლება თუ არა უწყებათაშორისი კომისიის მოქმედი შემადგენლობა გადაწყდება მას შემდეგ რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით მოხდება ცვლილებების საარჩევნო კოდექსში შეტანა.
„თუკი ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, იუსტიციის სამინისტრო მზად არის რომ იკისროს ამ მოვალეობის შესრულება და სრულფასოვნად მოახდინოს უზრუნველყოფა იმ სამართლიანი გარემოსი რომელზეც პრემიერს საუბარი ქონდა."- აღნიშნა დავით ჯანდიერმა.