reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: „ნაციონალების“ დროს ციხეებში სისტემატიურად 30 000 პატიმარი იყო, დღეს კი 7 000
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:46
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: „ნაციონალების“ დროს ციხეებში სისტემატიურად 30 000 პატიმარი იყო, დღეს კი 7 000
24 ივნისი, 2014. 17:30



ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემრეპორტიორთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოკლული ადამიანების სიაზე და დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა. ადვოკატის განცხადებით, ჰააგის სასამართლოში სარჩელი რამდენიმე საკითხზეა შეტანილი.

 

 

 - ბატონო შალვა, როგორც ცნობილია თქვენ ჰააგის სასამრთლოში „ნაციონალების დროს მოკლულ ადამინებთან დაკვშირებით სარჩელი გაქვთ შეტანილი, რა პროცესშია გამოძიება?

 

 - სარჩელი, რომელიც წარვადგინეთ ჰააგის სასამართლოში ოთხი ნაწილისგან შედგება. სარჩელის პირველი ნაწილი იმ საკანონმდებლო ბაზას ეხება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა „ნაცნიალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსლვის შემდეგ მიიღო. ხსენებული კანონები აშკარად აცდა დემოკრატიის პრინციპებს. სწორედ ამ კანონებზე დამყარებით დაიწყო საქართველოში ტირანია.

 

 იმერეთის გუბერნატორის ხელფასი მაშინ  25 000 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა პენსია იყო 100 ლარი. არსებობს გაეროს კონვეცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩინოვნიკის ხელფასი მნიშნველოვნად არ უნდა აღემატეობდეს პენსიას. ჩამოთვლილი გვაქვს ასევე ქონების ჩამორთმევის ფაქტები, უკანონო დაპატიმრებები, პატიმრების წამება და არადამიანური მოპყრობის ფაქტები, მასმედიაზე ანგარიშსწორება  და ის უკანონო ქმედებები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება წლების განმავლობაში ანხორციელებდა. მესამე ნაწილი ეხება უშუალოდ იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მოკლეს. მეოთხე ნაწილი კი ცხინვალის ომისწინა პერიოდში საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებულ ქმედებებს, უკანონოდ იარაღის შესყიდვებს და.ა.შ . ეს არის მოკლედ ჰააგაში შეტანილი სარჩელის შინაარსი.

საჩივრის ჩატანისთანავე დაუყონებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სარჩელი შეტანილი გვაქვს რომის სისხლის სამრთლის კანონმდებლობის მეშვიდე და მერვე მუხლის მიხედვით, რომელიც გულისხმობს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ და სამხედრო დანაშაულს.



 - საქართველოში რამდენად ხდება ამ დანაშაულებების გამოძიება?

 - პირველი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმეებს გამოიძებდა. ჰააგის ტრიბუნალს აქვს თავისი წესები. თუ სახელმწიფო იძიებს დანაშაულებს, მაშინ ჰააგა აჩერებს ამ საქმეების წარმოებას და ელოდება სახელმწიფო რა ქმედებებს განახორციელბს. აქედან გამომდინარე ჰააგამ შეაჩერა ეს საქმეები და გადავიდა დაკვირვებაზე, გამოიძიებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება აღიშნულ საქმეებს .თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეებს არ გამოიძებს, საკამრისი იქნება სარჩელის ავტორებმა მივმართოთ ჰააგას და ვთხოვთ მათ დაიწყონ საქმის წარმოება. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში.

 


 - „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად კომენტირებს, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

- ეს არის დემაგოგიური განცხადებები „ნაციონალების“ მხრიდან. დავანებოთ თეორიულ ნაწილს თავი და ავიღოთ პაქტიკა. დღეს დანაშაული არ იმალება და ხდება მისი აღრიცხვიანობა. შესაბამისად თუ დანაშაულის აღრიცხვა ხდება, დამნაშავეებს ან აპატიმრებენ ან უფარდებენ გირაოს, ძირითადად მაინც გამოიყენება საპატიმრო სასჯელი. თუ გადავხედავთ „ნაციონალების“ 9 წლიან მმართველობას,  აღმოვაჩენთ, რომ დახლოებით 350 000 კაცი გაასამართლეს. პერმანენტულად ხდებოდა ციხეების შევსება. რაღაც ნაწილი თუ გამოდიოდა ციხიდან ხდებოდა ამ რაოდენობის შევსება. შედეგად ვიღებდით სისტემატიურად 30 000 -მდე პატიმარს საქართველოს ციხეებში. რომ დავიანგარიშოთ 9 წლის განამვლობაში, მივალთ იმ ციფრამდე, რაც დაგისახელეთ. ციხეები იყო გადაჭედილი და შენდებოდა ახალი ციხეები.

ახლა ვნახოთ დღეს რა სიტუაცია გვაქვს,  რუსთავის მე-6 საპყრობილე დაკეტილია, რუსთავის # 1 კოლონია დაკეტილია, ასევე დაკეტილია „ნაციონალების“ დროს გახსნილი ციხეები, რადგან ქვეყანაში ამ რაოდენობის პატიმარი აღარ არის. დღეს საქართველოს ციხეებში არის 7 000 -მდე პატიმარი  და მათგან დახლოებით 2000 ის ადამიანია, რომელიც  სამართლიანობის აღდგენის კომისიის შექმნას ელოდება. ანუ „ნაცების“ დროს  უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი.

თუ პატრულს ვიძახებთ, ხდება დანაშაულზე რეაგირება და დამნაშავეების დაპატიმრება, გამოდის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკის მიხედვით ახლა უნდა გვყავდეს დახლეობით 50 000 პატიმარი. მაგრამ სტატისტიკიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე საპირისპირო მაჩვენებლი გვაქვს. სასჯელაღსრულების დაწესეულებაში 7 000 პატიმარია.

მოქალაქეს უჩნდება კითხვა|: თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ გვესმის, რომ სადღაც ვიღაც ჩაცხრილეს, ქმარმა ცოლი მოკლა და.ა.შ  „ნაციონალური მოძრაობა“  „რუსთავი- 2“-ს იყენებს არა საინფორმაციო საშუალებად, არამედ პროპაგანდისტული მიზნისთვის. როგორც ჰიტლერს ჰქონდა პროპაგანდის სამინისტრო, ასე აქვს „ნაცმოძრაობას“  შექმნილი პროპაგანდის სამინისტრო- „რუსთავი-2“.  მსგავსი სახის დანაშაულები ადრეც ხდებოდა, მაგრამ არ ხდებოდა ამის ასეთი დოზით გაპიარება.

 


შეგახსენებთ, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ნაციონალების“ დროს მოკლული ადამიანების სია სოციალურ ქსელ „ facebook“-ზე გამოაქვეყნა.


გვირგვლიანი;


რობაქიძე;


აფრასიძეები;


ვაზაგაშვილი;


გამცემლიძე;


ჟვანია;


ოთარ გველუკაშვილი (მოკლული  იქნა  გურჯაანის  რაიონის  სოფელ  კარდენახში  სპეცოპერაციის დროს );


ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);


დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას );



ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );


ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული  იქნა  თბილისში  პოლიციელების  მიერ  დაკავების  დროს განხორციელებული ცემის შემდეგ );


ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);


მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე  ერთად  ჩაცხრილა  და  მოკლა  უშიშროების თანამშრომელმა );


სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს );


აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას );


ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას );


ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);


ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);


ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი  ერთად  მოკლეს აბაშის რაიონის  სოფელ მარანში დაკავებისას );


თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );


ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);


გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი  ერთად  მოკლეს  თბილისში  თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);


ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );


რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას );


ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას );


გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს );


ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);


ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);


ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს  ავტომანქანაში  სპეცოპერაციის  დროს,  რომელსაც  ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე);


მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);


გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს);


ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ  ბორჯომში  დაჭრილი  იქნა  პოლიციელის  მიერ  და  სახლში  მისვლისას გარდაიცვალა);


ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);


ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში  დაჭრეს  პოლიციელებმა  და  დაჭრილს  არ  აღმოუჩინეს  სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);


მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);


გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით);


ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული  იქნა  თბილისში,  პოლიციელების  მიერ  სასტიკი  ცემის შედეგად);


ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);


თენგიზ გოგია (მოკლეს  სენაკის  რაიონის  სოფელ  მენჯში  სპეცოპერაციისას);


როლანდ  მახარაძე მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას ),


როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);


ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);


გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);


ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);

 


მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების  მიერ  თავის  არეში  მიყენებული  ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საუთარ სახლში ).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016