ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ექვსი თვის საშემოსავლო გეგმას გადავაჭარბებთ
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
24 ივნისი, 2014. 18:26
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულებას ასი მილიონი ლარი დააკლდება. ხადურის თქმით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეუფერხებლად ხორციელდება და აღნიშნულ ვადაში საშემოსავლო გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.
"საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდება და არანაირი შეფერხება არ არის. ექვსი თვის გეგმის შესრულებას დარჩენილ დღეებში ორმოცი მლნ ლარი სჭირდება. ჩვენ გადავაჭარბებთ ივნისისა და მთლიანად ექვსი თვის საშემოსავლო გეგმას", - განაცხადა ხადურმა.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00