reportiori.ge - 25 ივნისს მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:08
კულტურა
25 ივნისს მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა
ავტორი: ანა ნოდია
25 ივნისი, 2014. 13:55


პოპის მეფე, ამერიკელი მუსიკოსი მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.

მომღერალი 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა

მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.


1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში.

მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში.

სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყო „რობოტის ცეკვა" და „გასეირნება მთვარეზე".

მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ-მუსიკაზე.


ჯექსონის 1982 წლის დისკი თჰრილლერ ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად.


ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო.


მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.


ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცენს.


კონცერტების სერიის  This Is It-ის მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016