reportiori.ge - რა კავშირი აქვს ნიკა მელიას მამას აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებულ ფულთან და ვინ არის ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
რა კავშირი აქვს ნიკა მელიას მამას აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებულ ფულთან და ვინ არის ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლი
ავტორი:
25 ივნისი, 2014. 16:08





19 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ორი წევრი – ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი მაშინ დააკავეს, როცა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდნენ. ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარლამენტარებს ქეშად მილიონ დოლარზე მეტი მოჰქონდათ და ეს თანხა დეკლარირებული არ ჰქონდათ. ჯაფარიძე-ნადირაშვილმა ეს ამბავი მაშინვე ხუმრობაში გაატარეს, აქაოდა, იმის დასამტკიცებლად, რომ პოლიცია გვისმენს, გავითამაშეთ და გოგა ხაჩიძეს დავურეკეთ, ფული მოგვაქვს და ძალოვნები ანკესზე წამოვაგეთო,  მაგრამ...

 

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, მებაჟეებმა და იქაურმა მედიამ დაადასტურეს, რომ პარლამენტარებს არადეკლარირებული თანხა მოჰქონდათ და ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს. ნადირაშვილი და ჯაფარიძე ბაქოში დაბრუნდნენ, აზერბაიჯანის დედაქალაქში კიდევ 6 საათი დაჰყვეს და შემდეგ საქართველოში უკვე ფულის გარეშე დაბრუნდნენ. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ორი ლიდერი შუა არჩევნებისა და მოახლოებული მეორე ტურის პირობებში ბაქოს შემთხვევით არ მიაშურებდა, ფაქტია. და მაინც, რა თანხა მოჰქონდათ პარლამენტარებს აზერბაიჯანიდან და ვისთვის?! ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატიის, ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას  მეგობარი გვესაუბრა. იგი თავადაც შეწუხებულია მომხდარით და ამბობს,რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგვიტანს.

 


– თქვენ დაგვპირდით, რომ გვეტყოდით, ვისგან და რატომ მოჰქონდათ ეს ფული ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს. გისმენთ.

 

– ეს თანხა პარლამენტარებს ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლიმ მისცა ნიკა მელიასთვის გადასაცემად. ფარმანი ანზორის მეგობარია და...

 


– უკაცრავად, მაგრამ ისეთი სახელი და გვარი თქვით, არაფერს მეუბნება. ეჭვი მაქვს, ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლი არც ჩვენს მკითხველს ეცნობა.

 

– ეს კაცი არის აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომელსაც ინტერესები საქართველოშიც აქვს. მის მფლობელობაშია შპს „ლანცეტი“, სადაც ამჟამად ანზორი მუშაობს. ანზორ მელია და ფარმანი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან მეგობრობენ. მაშინ ანზორ მელია მოსკოვში, ფარმანთან ერთად მუშაობდა გულის ტრანსპლანტაციის ფირმაში და ოპერაციებს აკეთებდა. მერე გაირკვა, რომ ეს ფირმა ინდურ კომპანიასთან თანამშრომლობდა. თავის მხრივ კი ინდური კომპანია ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობდა. უფროსი მელია დაჭერილიც კი იყო და სწორედ ფარმანმა უშველა.

 


– და რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ ფული სწორედ მისი იყო?

 

– ჯერ ერთი, შპს „ლანცეტი“, რომლის მფლობელიც ჯეირანლი გახლავთ და რომელსაც საქართველოში ანზორ მელია ამუშავებს, თანხებს აზერბაიჯანში რიცხავს და მეორეც – ნადირაშვილს და ჯაფარიძეს აეროპორტში სწორედ ფარმან ჯეირანლი აცილებდა.

 


– თქვენ საიდან იცით?

 

– მილიონი პატარა თანხა არ არის. მელიები მოუთმენლად ელოდნენ და ანზორი ყოველ წუთს ურეკავდა ფარმანს. ისიც ეუბნებოდა, ერთად ვართ, აეროპორტში მივედითო. მერე იყო,რომ დარეკა იმან და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ნადირაშვილი და ჯაფარიძე დააკავეს, ფულს გვართმევენო. ფული გადარჩა და ეჭვი მაქვს, სხვა საშუალებებით შემოიტანენ. წინასაარჩევნოდ შავი ფული ნაციონალურ მოძრაობას ძალიან სჭირდება, ხმები რომ იყიდონ.

 


– ასე მარტივია ხმების ყიდვა?

 

– ნიკა სოლოლაკელი ბიჭია. არაფერი უკვირს, ბირჟაზეც მდგარა, მოძველბიჭო ტიპია და ამ წრეს კარგად იცნობს. დაჭერილიც იყო ერთხელ, ვიღაც ნაშა ცემა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სიმთვრალე პათოლოგიური აქვს და ამიტომ არ სვამს. ჰოდა, ძველი მეგობრები აამუშავა, ზოგს აშინებენ, ზოგს ყიდულობენ, ზოგთან არათბილისელობის თემას ამუშავებენ და ეგ არის.

 


– ხიფათი ახსენეთ. რატომ არის სახიფათო ის, რაც ხდება?

 

– ამ მილიონზე არ მაქვს საუბარი. შავი თანხები რომ ტრიალებს საარჩევნოდ, ისედაც ყველამ იცის. ისიც აბსურდია, გაზის ბალონები მოჰქონდათო, მაგრამ საფრთხე ის არის, რომ იმდენად ბინძური ხალხი  ტრიალებს ამ ეტაპზე ნიკას გვერდით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს – ყოფილი თუ მოქმედი ნარკომანები, ე. წ. 90-იანების ელიტა... კაი ბიჭობით რომ უნდათ არჩევნების მოგება და საარჩევნო სლოგანად – ნიკუშა ჩვენი ძმაა – აქვთ. ასე არ შეიძლება. ძლივს დალაგდა ქვეყანა და ახლა უნდა არიონ?

 


– და მამა არ ეუბნება შვილს, რომ ამ წრეს ჩამოსცილდეს?

 

– ანზორს არავინ არაფერს ეკითხება, მაგას შავი ფულის შოვნა დაავალეს და რაც გამოვიდა, ყველამ გაიგო.

 


P. S. შევეცადეთ ფარმან ჯეირანლისთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება ფირმა „ლანცეტს“, მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მართლაც, ეს ბატონი ამ ფირმის 50 %-იანი წილის მფლობელი აღმოჩნდა, მეორე ნახევარს კი ასევე აზერბაიჯანელი, ოღონდ რუსეთის მოქალაქე ფლობს.

 


გიორგი იაშვილი


გაზეთი „ვერსია“



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016