reportiori.ge - წერილი კაცს, რომელმაც ადამიანთა მიმართ რწმენა დაკარგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:33
სხვადასხვა
წერილი კაცს, რომელმაც ადამიანთა მიმართ რწმენა დაკარგა
25 ივნისი, 2014. 17:02



1973 წელს, ამერიკელ მწერალ ელვინ ბრუკს ვაითს ერთმა ნაცნობმა წერილი მისწერა. კაცს ძლიერი დეპრესიის ნიშნები ჰქონდა და ჩანდა ადამიანთა მიმართ რწმენა საბოლოოდ დაეკარგა. მწერალი, იმ დროისთვის, 74 წლის გახლდათ. მან მალევე მისწერა კაცს საპასუხო წერილი.

 

ძვირფასო მეგობარო,

ვიდრე ამქვეყნად თუნდაც ერთი სამართლიანი კაცი არსებობს, ვიდრე ქვეყნად კიდევ არის ერთი თანაგრძნობით სავსე ქალი, მათი გავლენა ყოველთვის ვრცელდება და საბოლოოდ, საერთო სურათი განადგურებული არასდროს არაა. იმედი ერთადერთი რამეა, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც არ გვტოვებს მარტო. მე ისევ შეიძლება გავიღვიძო კვირა დილას და მოვმართო საათი უბრალოდ წესისა და მოვალეობის გამო.

მეზღვაურებს საკუთარი გამოთქმა აქვთ ამინდის შესახებ: ისინი ამბობენ, რომ ამინდი „მატყუარაა“. ვფიქრობ იგივე შეიძლება ითქვას ადამიანთა საზოგადოებაზეც. საგნები ხშირად მუქ ფერებში ჩანს, შემდეგ ნათელიც ჩნდება ღრუბლებში და ყველაფერი იცვლება – ხშირად მოულოდნელად. სავსებით ნათელია, რომ ადამიანთა მოდგმამ უცნაური არეულობა შექმნა ამ პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ, როგორც ადამიანები, ალბათ უამრავ სიკეთესაც ვაღვივებთ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ელოდა აღმოცენებას.

ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, გამომგონებლობის ნიჭი და გამჭრიახობა ადამიანს ხშირად განსაცდელშიც აგდებდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ეს თვისებები აპოვნინებს მას გამოსავალს.

მოემზადე მომავლისთვის, ნუ დაკარგავ იმედს და მომართე საათი, რადგან ხვალ კიდევ ერთი ახალი დღეა.

გულწრფელად,

ელვინ ბრუკს ვაითი


(წყარო- 4motivi.com)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016