reportiori.ge - 9 წლის სისხლიანი ქრონიკა და “ნაციონალური” სასაკლაოს პოლიტელიტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
9 წლის სისხლიანი ქრონიკა და “ნაციონალური” სასაკლაოს პოლიტელიტა
ავტორი:
25 ივნისი, 2014. 19:22



ალბათ, თქვენც ძალიან მოგბეზრდათ იმის ყურება, როგორ ვიშვიშებს ხათუნა გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებაზე.

 

როგორ ექომაგებანაციონალურიელიტა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული კანონდარღვევებით დაზარალებულის, ან გარდაცვლილის ოჯახებს. და ბოლოს და ბოლოს, როგორი განგაშის ზარებს სცემს შოთა უტიაშვილის მეუღლე ეკა კვესიტაძე, რომ თურმე ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.

 

ალბათ, გაიკვირვებენ, ეს ხომ არაკოლეგიალურიაო.

ჰოდა, თქვენი არ ვიცი და.

ალბათ, თქვენც მოგბეზრდათ!

 

კვესიტაძე "განსხვავებული აქცენტების" ახალ გადაცემას აანონსებს. თემაგაზრდილი კრიმინალი. პრომოწარმოუდგენლად შთამბეჭდავი. ფაქტებიუდავოდ შემზარავი. ტექსტიმედგარი. შინაარსიასეთი: "დაყაჩაღება, დაუთოება ჩაცხრილვა – 90-იანი წლების ექო ორი ათწლეულის შემდეგ. არის თუ არა პრემიერის მიერ აღწერილი უსაფრთხო რეალობის მიღმა სხვა რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც თავს დაცულად აღარ ვგრძნობთ". და არ არის აი, ასეთი:

 

 

"2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ეს იყო ყოფილი ხელისუფლებისგან შეკვეთილი მკვლელობა. დღეს არსებული ინფორმაციით, გურამ შარაძის საქმის გამოძიება შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა იმედია, სიმართლე მალე გაირკვევა".

 

 

ან ასეთი – 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კუდ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები მეტყევე რეინჯერი, დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქ თბილისში და მომხდარიყო მასთან გასაუბრება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ცინდელიანი თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა მოტორიან ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო". ოჯახს დავით ცინდელიანი დაკარგული ეგონა მანამ, სანამ ეს საქმე გაიხსნებოდა. გახსნილიანაციონალურიხელისუფლების დროს იგივე წესით და იგივე პირის მიერ ჩადენილი სხვა მკვლელობაც. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი პაატა ქარდავაა".

 

 

ან ასეთი – "2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილი პრემიერის საქმის გამოძიება ფინალს უახლოვდება. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შეეწირებიან".

 

 

ან ასეთი – 2004 წელს, გია ბარამიძის მინისტრობისას სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარდა სპეცოპერაცია. იმ სისხლიან ღამეს ეწერში დღემდე ზარით ჰყვებიან: სპეცოპერაციის დაწყებისთანავე სპეცრაზმელებმა სოფელ ეწერის მოსახლეობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, დადეშქელიანების საგვარეულო კოშკში გამოამწყვდიეს და ავტომატიანი დარაჯები მიუჩინეს. ამის შემდეგ აფრასიძეების სახლზე მასირებული შტურმი დაიწყო. ამ დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მათ ბებია და დედა გადაეფარათ. ოჯახის წევრებმა, როგორც იქნა, ბავშვების სამშვიდობოს გაყვანა მოახერხეს. ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელი ტყვიებს დაეცხრილა, ისინი ცოცხალნი მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩნენ. როგორც კი სროლა ატყდა, ევგენი აფრასიძე ხელებაწეული გამოვიდა და ძალოვნებს ჩაჰბარდა. სპეცრაზმელებმა ის მოფარებულ ადგილას ჯერ დახვრიტეს, შემდეგ კი გაძარცვეს. მას ოქროს ჯაჭვი და მედალიონი ისე ჩამოჰგლიჯეს, რომ მიცვალებულს კვალი კარგად ემჩნეოდა. ძალოვნებს ჩაბარდა აფრასიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრიომეხი. ისიც ადგილზე დახვრიტეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ აფრასიძეების სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლმოდებული სახლიდან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ტომრებით რაღაც გამოჰქონდათ, რადღემდე გაურკვეველია. ამის შემდეგ სოფელ ეწერის ჩვიდმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი მანქანებში ჩასვეს, სოფელ ჯვარზენში წაიყვანეს და გაჩხრიკეს, შემდეგ კი ეს ადამიანები დააპატიმრეს.

 

 

ან ასეთიგამოძიება 2006 წლის 28 იანვარს კუდ-ის თანამშრომლების მიერ გატაცებული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეში ახალ დეტალებს ადგენს.

ან ასეთი – 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძე მოკლეს.

 

 

ან ასეთი – 2006 წლის 2 მაისს . თბილისში, საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა – "ლიკვიდირებულ" იქნა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ "ბმვ"- მარკის ავტომობილში მსხდომ პირთაგან არავითარ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და სპეცრაზმის თანამშრომლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

 

ან ასეთისამოცდაათამდე ახალგაზრდა არა რაიმე უბედური შემთხვევის, სტიქიის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ პოლიციელების ტყვიით, ან მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ცოცხლები აღარ არიან. ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყანაში, რომლის პოლიტიკური ელიტა საზოგადოებას თავს ამეტებდა, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, მათი რეჟიმის პირობებში დაემსგავსა სახელმწიფო სახელმწიფოს.

 

2004 წელი ოთარ გველუკაშვილი – 20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს;

 

 

ანტონ კუკულავა – 9 მარტს დაკავებისას მოკლეს.

 

დიკო ბარქაია და ზაზა ფანცქელაძეზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 17 მარტს მოკლეს;

 

ევგენი და ომეხ აფრასიძეები – 24 მარტს მესტიის რაიონს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; 23 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში ხვიჩა კვირიკაშვილი გარდაიცვალა;

 

ალექსანდრე გომაშვილი – 22 ივლისს კახეთში, დაკავებისას მოკლეს;

 

მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია, ოფიციალური ვერსიით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის ენრიკო სიმონიანის მიერ, მის ოჯახზე თავდასხმისას, 23 ნოემბერს მოკლეს;

 

სულხან ლომიძე – 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.

 

 

2005 წელი ვლადიმერ ხოშტარია – 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს;

 

აკაკი კორკოტაშვილიგურჯაანის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 მარტს მოკლეს; ავთო და ვახო გუმაშვილებიახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 3 ივლისს, სპეცოპერაციისას მოკლეს; ვახტანგ მარგოშვილი – 20 ივნისს, ქვემო ქართლში, ოფიციალური ვერსიით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მოკლეს.

 

ალექსანდრე თაბაგარი – 24 სექტემბერს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩონჩხათში მოკლეს; ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძეთბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 31 ოქტომბერს მოკლეს;

 

ლევან გულუა – 11 ნოემბერს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას მოკლეს; რეზო სარჯველაძეცთბილისში, დაკავებისას მოკლეს 14 დეკემბერს; ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავააბაშის რაიონში, სოფელ მარანში დაკავებისას, 29 აგვისტოს მოკლეს;

 

თამაზ კურკუმულითბილისში, მუხიანის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, 12 ოქტომბერს მოკლეს.

 

 

 

2006 წელი რევაზ ცალანი – 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლოგინს მიეჯაჭვა; მურად გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელაძემეტროსადგურსამგორთანჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს, 12 იანვარს; გია თელია – 13 თებერვალს სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯემალ ჩაფიძეთერჯოლის რაიონში, სოფელ ქვედა სიმონეთში, 28 აპრილს პოლიციამ დაკავებისას მოკლა; ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი – 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მიხეილ ბერძენიშვილისაგარეჯოში 2006 წლის 9 ივნისს, დაკავებისას მოკლეს; გელა ცინდელიანისოფელ ჭუბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ივლისს მოკლეს; ხვიჩა კოკაიახობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 23 აგვისტოს მოკლეს; ვალერი ფხაკაძე 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, დაკავებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რადგან პოლიციელებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დახმარება არ აღმოუჩინეს.

 

2006 წლის 27 მარტს .. ციხის ბუნტის დროს, ოფიციალური ვერსიით, 7 პატიმარი მოკლეს. 2007 წელი

 

მიხეილ კირაკოსიანიახალციხეში 2 აპრილს, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, საპატრულოს თანამშრომელმა მოკლა;

 

გიგა ჭარბაძე – 25 მარტს თელავში მანქანა დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა;

 

ალექსანდრე ხოსიტაშვილი – 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციელების ცემის შემდეგ გარდაიცვალა;

 

ოლეგ მესხიძეოზურგეთში 9 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯუმბერ ნაგერვაძემ – 15 ნოემბერს, ოფიციალური ვერსიით, ბათუმის იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. 2008 წელი

 

თენგიზ გოგია – 1-ელ თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სენაკში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს;

 

როლანდ მახარაძებათუმში მძევლების განთავისუფლებისას, 5 მარტს მოკლეს;

 

გიორგი გამცემლიძემეტროსადგურ "რუსთაველთან" 8 მაისს, პატრულ-ინსპექტორმა მოკლა; როინ შავაძე – 16 აგვისტოს, აჭარაში წამებით მოკლეს (ოფიციალური ვერსიით, გაქცევის მცდელობისას);

 

ნატა ჯიჭონაიას – 1-ელ სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მანქანა დაეჯახა, რომელსაც ნასვამი პოლიციელი მართავდა. ალექსანდრე კვეზერელი – 29 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარში, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ოთარ ბოღლოციშვილმა მოკლა; ზურაბ მათნაძე – 30 ნოემბერს, რუსთავის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ, ოფიციალური ვერსიით, დაიღუპა საპატრულო მანქანის ავარიის შედეგად.

 

 

2009 წელი გია კრიალაშვილი – 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს;

 

ჯიმი მეგრელიძეზუგდიდში, 9 მაისს დაკავებისას მოკლეს;

 

მამუკა ჩარჩხალია – 15 ივნისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის ასახვევთან მოკლეს;

 

ვარლამ ნემსიწვერიძემძევლის განთავისუფლებისას, 18 აგვისტოს მოკლეს.

 

 

ჩამოთვლილი ადამიანების გვარების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობია. რატომ ხდებოდა მათი საქმეების შერჩევითი გახმაურება? ვინ უნდა აგოს ამ ადამიანების გარდაცვალებაზე პასუხი?

 

 

ან ასეთი: 2011 წლის 26 მაისს თავისუფლების მოედანზე, მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე, დიდი ალბათობით, მაღალი ძაბვის სადენით არ არიან გარდაცვლილები და ისინი მიტინგის დარბევის დროს დაიღუპნენ, შემდეგ კი გვამები მაღაზიის სახურავზე შემოდეს, მოგვიანებით ოფიციალურად გაჟღერებული ვერსიის დასადასტურებლად.

 

 

ან ასეთიყოფილი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უამრავი ადამიანი აწამეს და მოკლეს.

 

 

ჩამონათვალი კიდევ რომ განვაგრძოთ, ამას არც კვესიტაძის გადაცემის ქრომონეტრაჟი ეყოფა და არც გაზეთის ერთი ნომერი.

 

 

და მაინც, როდის გრძნობდა ჟურნალისტი თავს დაცულად? ალბათ, მაშინ, როცა მის უშფოთველ ძილს იმ სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უზრუნველყოფდა, რომლის საგმირო საქმეებზეც არ მოგვითხრობს გადაცემა "განსხვავებული აქცენტები".

 

 

და ბოლოს: დღეს ნიშნისმოგებით გვამცნობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. როგორც ჩანს, მოკლე მეხსიერების ამბავია, რადგან ყველა იმ სასტიკ მკვლელობაზე, ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, გაუპატიურებაზე და ქონების წართმევაზე ექსკლუზივი მთელი 9 წლის განმავლობაში, სწორედ მათ ხელში იყო.

 

 

 

 

(წყარო: PrimeTimeNews)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016