reportiori.ge - სამხრეთ ოსეთი – პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:53
კონფლიქტები
სამხრეთ ოსეთი – პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი
ავტორი:
25 ივნისი, 2014. 20:38



2014 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ანატოლი თიბილოვის პარტია „Эдиная Осетия“-მ გაიმარჯვა, მისი საარჩევნო კამპანია ოსეთის რუსეთთან შეერთების პერსპექტივაზე იყო აგებული. პარლამენტის სპიკერად არჩევისთანავე Итар-тасс-თან ინტერვიუში განაცხადა: „საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, თუმცა მისი განხორციელება ჩამოყალიბებული, კონსოლიდირებული პარლამენტის პრეროგატივაა“.

 

„რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებელი შესვლა – „Эдиная Осетия“-ს პოლიტიკური სპეკულაციაა – განაცხადა უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა – საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ჩრდილოეთ ოსეთის მაგალითით აპელირებს, სადაც ბოლო წლებში ცხოვრების დონე საგრძნობლად ამაღლდა“.

 

მარტინოვს მიაჩნია, რომ რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აუცილებელი არ არის. სამხრეთ ოსეთი, ამჟამად, აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ისეთ პრეფერენციებს იღებს, როგორსაც რუსეთის სუბიექტები და ამავდროულად არ იხდის გადასახადებს. მის სუვერენიტეტს იცავს რუსეთის ჯარი, ხოლო ბიუჯეტის 80 %-ს მოსკოვი აფინანსებს. ორ ქვეყანას შორის მყარი უწყებათაშორისი კონტაქტებია. ერთადერთი, რაც ამ ორ ქვეყანას აცალკევებს საბაჟო კონტროლია: „მითხარით რით განსხვავდება სამხრეთ ოსეთი რუსეთის სუბიექტებისგან? ქვეყანაში აღმართულია რუსეთის დროშა, მოქალაქეთა უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვთ, საზღვარი კი გახსნილია“ – განმარტავს მარტინოვი.

 

2014 წლის იანვარში თიბილოვი საუბრობდა საქართველოს სურვილზე, რათა რესპუბლიკაზე კონტროლი დაემყარებინა.

 

„ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაშიც აქვთ შეტანილი, ამაზე ლაპარაკობს ყველა ქართველი პოლიტიკოსი. საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ხოლო ახალი ხელისუფლების ზოგი პოლიტიკოსი უკვე მზად არის 2008 წლის სააკაშვილის ქმედებები გაამართლოს“ – განუცხადა ბიბილოვმა ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტს.

 

თავის მხრივ 20 ივნისს ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის სიტყვებით, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად საჭიროა რუსეთმა მოახდინოს ქვეყნის დეოკუპაცია, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება. მანვე აღნიშნა, რომ ჟენევაში მიმდინარე კარასინ-აბაშიძის ორმხრივ შეხვედრებზე ეს საკითხი არანაირ ფორმატში არ განიხილება.

 

საქართველოს ანტიკრიზისული ცენტრის უსაფრთხოების პრობლემების უფროსი დავით ფურცხვანიძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად იქცა, არის შანსი, რომ დაუყოვნებელ ინტეგრაციაზე უარის თქმით რუსეთმა NATO-სთან ურთიერთობა გამოასწოროს და ევროკავშირის მორიგი სანქციები აირიდოს.

 

თავის მხრივ „ახლო აღმოსავლეთ-კავკასიის“ კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ტარასოვი მიიჩნევს, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფარგლებში გაერთიანების დრო ჯერ არ მოსულა და რუსეთს ჯერ ყირიმის შემოერთება არ მოუნელებია. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია აქტუალური არ არის, რადგან არსებულ მდგომარეობაშიც რეგიონი რუსეთის დოტაციით არსებობს და საზღვრებიც გახსნილია:

 

„რა თქმა უნდა, საქართველოს ფაქტორიც არსებობს; თუმცა აქ საფრთხეზე კი არა, კონტაქტების აღდგენაზეა საუბარი“ – განმარტავს ტარასოვი. ივლისში სომხეთი საბაჟო კავშირში შესვლას გეგმავს, მაგრამ რადგან რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია ამისგან ღირებულს ვერაფერს მიიღებს. რუსეთ-აფხაზეთ-საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენის შემთხვევაში კი ყველა პრობლემა მოიხსნებოდა:

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას გეგმავს, რუსეთთან ურთიერთობაში აშკარა დათბობა შეინიშნება! ამ ფონზე კი სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებელი ინტეგრაცია ნამდვილად არ არის სასურველი და სხვა გზებია მოსაძებნი“ – მიაჩნია პოლიტოლოგს.

 

 


თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ




 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016