მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი „facebook"-ის პირად გვერდზე წერს, რომ „X factor"-ის მონაწილე და მისი გუნდის წევრი სოფო სააკაშვილი უკრაინულ „X factor"- ში მიიწვიეს.
''ერთუჯრედიანი ადამიანებისთვის. უკიდურესად განუვითარებლებისთვის: სოფი სააკაშვილი იმიტომ მომწონს, რომ მაგრად მღერის და არა იმიტომ, რომ დედამისს ვიცნობდი 10 წლის წინ! როდემდე შეიძლება თქვენი საზოგადოებაში ყოფნა და კიდე კომპიუტერის კლავიატურასთან მიშვება!'' - წერს სტეფანე.
მოგვიანებით კი სტეფანემ სოფოზე კიდევ ერთი კომენტარი გამოაქვეყნა.
''ახლა დამირეკა ჩემმა მეგობარმა ნინო ქათამაძემ და მახარა, რომ მიუხედავად იმისა, სოფი მოიგებს თუ არა პროექტს, ის მიწვეულია სპეციალურ სტუმრად უკრაინულ „X factor"- ში.
P.შ: იმედი მაქვს საქართველოში მის გამოსვლებსაც ადეკვატური წარმატება ექნება'."- წერს სტეფანე მღებრიშვილი.