საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები ისევ გააქტიურდნენ. საღამოს საათებში სოფელ ატოცში ადგილობრივებმა ე.წ. მესაზღვრეების გადაადგილება შენიშნეს. საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სამხედრო ჯიხური. მოსახლეობა შიშობს, რომ სამხედროებმა მავთულხლართები შესაძლოა სოფლის სიღრმეში გააბან.
ბოლო ინფორმაციით სამხედროებმა მავთულხლართების ერთ ნაწილი მოხსნენს და ის სხვა მიმართულებით გადაიტანეს.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გოჩა რატიანის განცხადებით სამინისტრო სიტუაციას აკვირდება და შესაბამის რეაგირებასაც გააკეთებს.
„აიღეს ბოძები და მათ მიმართულება შეუცვალეს. ხოლო, რაც შეეხება ე.წ. ჯიხურის ჩადგმას, ეს არის დროებითი, რაც, რომ არ მოგატყუოთ ალბათ სამი კვირის წინ დადგეს. ჩვენ რათქმაუნდა საერთაშორიოს სადამკვირვებლო მისიები საქმის კურსში ჩავაყენეთ."- განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედროები სოფელ ატოცში თებერვალში გამოჩნდნენ. ე.წ. საზღვრის მიღმა ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწებიც აღმოჩნდა.