იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (1735-1817) ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი იყო.
ეგვიპტელები იქ ჩასულ ტურისტებს სიამაყით უჩვენებენ მუზეუმში გრანდიოზულ ფერწერულ ტილოს თუ როგორ ხტება მხედარი ციხის გალავნიდან, რათა ღალატით სიკვდილს გაექცეს.
აბრამ შინჯიკაშვილი სოფელ მარტყოფიდან იყო. იგი 15 წლის ასაკში გაიტაცეს და ტყვეთა ბაზარზე გაყიდეს.
უცხოეთში დიდების მწვერვალზე მყოფ იბრაჰიმ-ბეის სამშობლო არასდროს დავიწყებია.
დღეს მარტყოფის ცენტრში მის მიერ აშენებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დგას.
ფორე მოსულიშვილი(1946- 1944) იტალიის ეროვნული გმირი დაიბადა სოფელ მაჩხაანში სიღნაღის რაიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს ადგილობრივი პარტიზანების გვერდით მამაცურად იბრძოდა.
ერთ-ერთი ბრძოლის დროს მან საკუთარი სიცოცხლის ფასად პარტიზანთა მთელი რაზმი სიკვდილს გადაარჩინა.
მადლიერმა იტალიელმა ხალხმა ფორე მოსულიშვილს იტალიის სახალხო გმირის საპატიო წოდება მიანიჭა. იტალიის ქალაქ ბელჯირატეს ერთ-ერთ ქუჩას მოსულიშვილის სახელი ჰქვია.
1962 წელს ქართველი მედიკოსი, იოსებ ჟორდანია, აშშ-დან საქართველოში ბრუნდებოდა. რიო-დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ოკეანეში ჩავარდა. მგზავრებს, თავიანთი ბილეთების შესაბამისად, რეზინის დამცავი რგოლები ჰქონდათ. მხოლოდ ერთ პატარა გოგონას, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა, არ აღმოაჩნდა ეს რგოლი. იოსებ ჟორდანია არც დაფიქრებულა, ისე გადასცა თავისი რგოლი ბავშვს, რომელიც გადარჩა. თავშეწირული ქართველი მეცნიერი კი ოკეანის ტალღებმა შთანთქეს.
აღსანიშნავია, რომ ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა.
დღეს ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მის სახელს ატარებს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)
წყარო Intermdia.ge