reportiori.ge - ასეთი ზნეობისა და რწმენის ხალხს, განა შეიძლება, მოუწყო ჰომოსექსუალისტთა აღლუმი? ნურას უკაცრავად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 00:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ასეთი ზნეობისა და რწმენის ხალხს, განა შეიძლება, მოუწყო ჰომოსექსუალისტთა აღლუმი? ნურას უკაცრავად!
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 16:37

ქართული ცეკვები და სიმღერები ჩვენი ისტორიის ანარეკლია, ამიტომაა, სიმღერა „ჩაკრულოს" მშვიდად, გულის ძგერის გარეშე რომ ვერ ვისმენთ. ალბათ, ეს ის ძალაა, ძალა ჩვენსა და წინაპართა შორის უწყვეტობისა, რომელიც გვაუწყებს და გვახსენებს ჩვენი ერის გმირულ ისტორიას. იგივე ითქმის ცეცხლოვან ცეკვებზე, რომელშიც ნათლად ჩანს გაუთავებელი ბრძოლები და სიმტკიცე ერისა. სულიერმა გაუტეხლობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა - „მამული, ენა სარწმუნოება". ეს ის ერია, რომელსაც მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელთა შორის საკუთარი ანბანი რომ გააჩნია! ეს ის ერია, ასი ათასმა ქართველმა მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას და შელახვას სიკვდილი რომ ამჯობინა! ეს ის ერია, რომელსაც საკაცობრიო ისტორიაში თავისი წვლილი შეჰქონდა და დღესაც შეაქვს! იგი წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით კურხეული ქვეყანაა, რომელიც დღეს აშენებს ჭეშმარიტ ქართულ დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფოს! მჯერა, რომ ის ამას შეძლებს! ასეთი ზნეობისა და რწმენის ხალხს, განა შეიძლება, მოუწყო ჰომოსექსუალისტთა და ლესბოსელთა აღლუმი და მისი პროპაგანდა?! ეს სრულიად გაუგებარია! და ვისაც ეს სურს დაამკვიდროს საქართველოში, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ძალადობის ფორმაა და, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია! საქართველო რუსთაველის ქვეყანაა, მზიური, ვაზისა და სიჯანსაღის ქვეყანა, და ვერასოდეს შეეგუება არაჯანსაღ, ავადმყოფურ მამაკაცთა ურთიერთკოცნასა და მტლაშა-მტლუშის დემონსტრირებას. საქართველო ტრადიციის ქვეყანაა და მისთვის ეს მიუღებელია, ამიტომ ნურავის უკვირს სამღვდელოების აღშფოთება ამ აღლუმის გამო... როცა საქართველოს მძიმე დღეები ჰქონდა და უჭირდა, ომი იყო თუ ჭირი, ერი და ბერი ყოველთვის ერთად იდგა. როცა დღეს ჩვენს სამშობლოს მზაკვრული ფორმით უტევენ, სამღვდელოების შეშფოთება და ხალხთან დგომა ბუნებრივია. გაიხსენეთ თევდორე მღვდლის ქმედება და გაიხსენეთ ქეთევან წამებული. მაშინ იგრძნობ და დარწმუნდები, რომ აუგი საუბრები ტრადიციის უარყოფაზე, სამღვდელოებაზე, რომელიც წინ აღუდგა აღლუმს, სიბეცე და ქარაფშუტობაა. უფრო რიდითა და პატივით გვმართებს საუბარი ღვთის მსახურთა და დედაეკლესიის მიმართ!

17 მაისზე საუბარი უნდა დამთავრდეს, ხალხის მოთხოვნა, რომ არ სურს ქვეყანაში დაამკვიდროს ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა აღლუმი, კანონმა უნდა გაამყაროს და დაუსვას წერტილი!  დემოკრატიის არსი ხალხის ნებაშია!

საოცრებაა, რაში ვხარჯავთ დროს, რაზე ვკამათობთ, როცა ყოველი წუთი დასანანია, რადგან საფიქრალი გვაქვს, როგორ გადავარჩინოთ ეს გავერანებული ქვეყანა; მით უმეტეს, როცა ვიცით, სახარბიელო მემკვიდრეობა არ მიგვიღია. ვერც ამას მივიღებდით წინა ხელისულფებისაგან, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გამოჰგლიჯა ხელიდან ნაცმოძრაობის ხელისუფლებას, სასტიკად დაამარცხა არჩევნებში იგი და ამ გზით მოიპოვა გამარჯვება. დიახ, მოვიპოვეთ გამარჯვება! მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დღევანდელობა არაა ადეკვატური იმ წინასაარჩევნო პათოსისა, რომელიც გვახსოვს. საზოგადოება ელოდა ქვეყნის თვისებრივად შეცვლას, და რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, პარლამენტისაგან ელოდა სამართლიან შეფასებას, მართალ სიტყვას წინა ხელისუფლების რაობაზე, მით უმეტეს, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, წინა ხელისუფლებას ქართული სულიერების მტრებად და კრიმინალებად აღიქვამდა.

მსურს, შევახსენო პარლამენტარებს: ნაცვლად ამგვარი მოლოდინისა, მოხდა ის, რომ მავანის შემოგდებული ზედაპირული კოჰაბიტაცია უფრო ძლიერი გამოდგა, ვიდრე ხალხის თქვენდამი ნდობა, ხალხისა, რომელმაც აგირჩიათ და თქვენგან სამართლიანობას ელოდა. თქვენ, დღევანდელი ხელისუფლება, იმისათვის, რომ არ დაგბრალდეთ პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებას იმ მძიმე დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი აქვთ, პასუხისმგებლობას არ აკისრებთ და არ უყენებთ ბრალდებებს. პირიქით, პარლამენტი ცდილობს, ნაცმოძრაობა, როგორც პარტია, გადაარჩინოს. არჩევნების წინ ქართველ ხალხს ბრძენ ხალხს უწოდებდნენ, და იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მოკლე დროში ქართველმა ხალხმა გონიერება დაკარგა და კოჰაბიტაციის გაუმართლებელი ლოგიკა იწამა?! ესეც მოგონილია, როცა ვამტკიცებთ, რომ ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარება მოხდა, ნურას უკაცრავად! საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა ხავერდოვნად იქცეოდა სპეცრამზი ხაშურში, რა ხდებოდა სამეგრელოსა და კახეთში. გავიდა დრო და ამ დროში ნაციონალურმა პარტიამ უამრავი სიავე ჩაიდინა, და ვინ იცის, კიდევ მომავალ არჩევნებამდე რას ჩაიდენს. საზოგადოება ამაზე პასუხს ითხოვს და თქვენ გაწელილ დროში ამყოფებთ მას, ისედაც ნერვებდაწყვეტილ ხალხს დუმილით უპასუხებთ. როცა ბატონმა დავით უსუფაშვილმა მკვეთრი განცხადებით უპასუხა დასავლეთს, ეს იყო ჩვენი ქვეყნის პარლამენტის ღირსება და დემოკრატიულ პრინციპებზე მდგარი თავისუფალი სახელმწიფოს ჭეშმარიტი პასუხი. ეს ხალხმა დადებითად შეაფასა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, ქართული საქმის გადასაწყვეტად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების შეხვედრაზე, სადაც ირჩეოდა წინაასაარჩევნო პერიოდი, არავის გახსენებია „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდესო". ამ საქციელმა საბოლოოდ დააკნინა ისედაც ხელგაწვდილი და შეურაცხყოფილი ხალხი. და ასე თუ გავაგრძელეთ, ჩვენი ხალხის ღირსება და სიამაყე ქართულ ცეკვებსა და სიმღერებში სამუზეუმოდ დარჩება. გაუგებარია არჩევნებიდან არჩევნებამდე არჩევნებზე საუბარი, ამას ემატება სატელევიზიო გადმოცემები, ერთმანეთის ლანძღვა და დავა, ვის იჭერენ, ვის უშვებენ, ყველაფერი აწყობილია სკანდალზე. ძვირფასო ქართველებო, პატარა ბავშვები შეიბრალეთ! ჯერ იყო და ბრაზილიურად გავზარდეთ, დაბალი მხატვრული ღირებულების სერიალებით, რომლებიც არაფერს ასწავლიდა, ურთიერთუპატივცემულობის, სიბოროტისა და ყალბი სიყვარულის გარდა. კომერციის გამო ახალგაზრდობას ვწირავთ, თურქული სერიალების შემდეგ, ალბათ, ინდოეთისა დაიწყება, თუმცა არა, ეს უკვე იყო, ინდოელები ახლა გაყიდულ ქართულ „მიწებს ამუშავებენ". ისიც გაუგებარია, რატომ დავიწყეთ პრესაში ფართოდ საქართველოს მოღალატე გათათრებულ მეფეთა სიების გამოქვეყნება. დღეს მომავალი თაობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ მოკლებულია ისტორიის ცოდნას, ამიტომ მართებული იქნებოდა, პრესაში გაგვესხენებინა იმ მეფეთა სახელები, რომელთა სიბრძნემ და გმირობამ საქართველო დღემდე მოიყვანა!

ყოველივე, რაც ხდება, ჩვენი კულტურის დაცემაზე მეტყველებს. კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას ებძროდა მძაფრად წინა ხელისულფება. დროა, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი ხელოვნება. დღეს ხელოვნება პრიორიტეტული უნდა გახდეს, ამას ნათლად წარსულიც გვეუბნება. საკმარისია, ერთხელ დახედო მუზეუმში  გამოფენილ თამარის ჯვარს და შეიცნობ საქართველოს სიდიადეს. დროა, ხელოვნების სახელით გაწეული ყოველი მდარე, ზედაპირული, მომაკვდინებელი საქმიანობა ჩამოვაშოროთ ახალგაზრდობას, სხვა შემთხვევაში ეს სენი გამრავლდება და იზეიმებს ბათუმში დადგმული სპექტაკლის - „ხანუმას" მსგავსი არარაობა.

ჩვენი პარლამენტის უმრავლესობაში არიან ქვეყნისთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანები, ინტელექტუალნი, საქმის მცოდნენი და გამოცდილი პოლიტიკოსები. იმედს ვიტოვებთ და გვჯერა, რომ ამ პრობლემებზეც გაამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ არაინ ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა, არაფერი აწუხებთ. როცა პარლამენტის სხდომების გადმოცემას შევყურებ, თვალწინ მეხატება კურორტ „კისლავოდსკის" თეთრი დარბაზი, სადაც დამსვენებლები პროცედურებს იღებდნენ; როდესაც ახლო კადრით გადმოსცემენ, ზოგიერთს ისეთი განცხრომა და თვითკმაყოფილება ეტყობა სახეზე, რომ ასე მგონია, ფეხებთან მინერალური წყლით სავსე ტაშტი უდგათ და შიგ ნებივრად ფეხებს ატყაპუნებენ. სწორედ ასეთების გამოა, ქვეყანა გაუმარგლავ ყანას რომ ემსგავსება, სარეველა რომ ახრჩობს. მათ, ვისაც უმრავლესობაში ჭეშმარიტად გული შესტკივა თავის ხალხზე და ქვეყანაზე, სასურველია, საზოგადოების მოთხოვნილებებს უპასუხონ, რას ფიქრობენ, რას აკეთებენ, რატომ არიან მათი ამომრჩევლები მუდამ ხვეწნისა და მუდარის მდგომარეობაში. ნუთუ თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ჩვენ ზედაპირულად ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, პატარა სახელმწიფოები რომ უბრალოდ უბრძოლველად ვერ შევლენ ვეება სივრცეში, სადაც დიდი სახელმწიფოები, ზესახელმწიფოები არსებობენ, სადაც არავის აწუხებს პატარა სახელმწიფოების გმირული წარსული, თუ ვინ და რა მისცა მსოფლიოს პატარა ქვეყანამ. გასაგებია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობის გარეშე, შეუძლებელია არსებობა დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რომ არ გავანაწყენოთ დასავლეთი, უპასუხოდ დავტოვოთ ჩამოსული ვიღაც უსახური ჩინოვნიკები, თითის ქნევით რომ გვასწავლიან ჭკუას. დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ ღირსებას სჭირდება დაცვა, სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს სუროგატს მივიღებთ, მუდამ სხვისგან დახმარების მომლოდინე, ხელგაწვდილ ქვეყანას.

საქართველოში ცხოვრობდნენ ქრისტეს მცნების მიმდევარნი, მტკიცე ნებისა და სულიერების კეთილბუნებოვანი ვაჟკაცები, ღვთისნიერი დედები, სათნო ქალბატონები და მშვენიერი გოგონები, ლაღი, შემართული ჭაბუკები. რომ ეს ასე იყო, ამის დასტური დიდგორის ბრძოლაა, „ძლევაი საკვირველი". ამ საამაყო და წმინდა ადგილის თარიღი - 12 აგვისტო წინა ხელისულფებას წლების მანძილზე არ უზეიმია. მაგრამ, 2008 წლის 8 აგვისტოს სამარცხვინო დამარცხება ფეიერკვერკებითა და ტაშფანდურით აღნიშნა, როგორც დიადი „გამარჯვება", რაც ცინიზმი და სიმახინჯე იყო!!! სავალალოა ის, რომ დღესაც არავის ახსოვს დღესასწაული დიდგორობა, „ძლევაი საკვირველი", რომელმაც გააოცა მაშინდელი მსოფლიო და გააძლიერა ქრისტიანული სამყარო. ამ ბძროლამ გადაწყვიტა ჩვენი არსებობის ბედი, ამ ბრძოლას მიეძღვნა დიდგორის გმირთა მემორიალი, სადაც დღეს უნდა იწყებოდეს ჩვენი ერის ღირსების განმტკიცება, ჯარში ახლად გაწვეული ჭაბუკები აქ, ამ ადგილას უნდა იღებდნენ ფიცს სამშობლოს წინაშე! მშობლებმა და მასწავლებელბმა აქ უნდა ამოიყვანონ ბავშვები და აუხსნან ყოველივე, ბავშობაში იწყება სამშობლოს სიყვარული! ეს ადგილი ტურიზმის გეგმაში უნდა ჩაისვას! დიდგორის ბრძოლა - „ძლევაი საკვირველი" ქართული კაცის სიჩაუქის, სულიერი სიმტკიცის, ჩვენი ისტორიული წარსულის საამაყო ადგილია და თუ მისდამი პატივისცემის ნიშნად დიდგორობის დღესასწაულს არ დავამკვიდრებთ, მაშინ ნუ გავიკვირებთ „ელგებეტე" აღლუმების მოძალებას!

ყოველმა ახალგაზრდამ უნდა გაითავისოს „ძლევაი საკვირველის" მნიშვნელობა და თავისი ნიჭი, ცოდნა, განათლება და ენერგია მოახმაროს მომავალი თანამედროვე ქართული თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობას.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016