reportiori.ge - ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ალიევს სააკაშვილის თხოვნით გაუშვია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ალიევს სააკაშვილის თხოვნით გაუშვია...
ავტორი:
28 ივნისი, 2014. 17:56


დენთის სუნი ტრიალებს ჰაერში... აკრძალული პოლიტიკური თამაშები, სავალალო შედეგებით დასრულდება. 19 მაისის მოვლენებმა, დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება მძიმე შედეგები მოუტანოს ქვეყანას და რა იყო ეს დღე? „ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში „ოცნების" მერობის კანდიდატის დედის, ქალბატონ ნორა ნარმანიას სკანდალური ვიდეო ატვირთა სოციალურ ქსელში, სადაც კომისიის წევრის სტატუსით ნარმანიას დედა ამოწმებდა ბიულეტენებს, თუ ვის აძლევდა ხმას სოფელ კოკის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარი ხელით ყრიდა საარჩევნო ურნაში ბიულეტენებს. ქალბატონო ნორა, ჩვენ ვებრძოდით ბოროტ, ხურუშიან ძალას, არავითარი სურვილი არ გვაქვს, იგივე ხურუშით გააგრძელოთ ძალადობა. უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვისი დედაც არ უნდა იყოს ის, რაც კადრებში ვნახეთ, ეს არის დანაშაული. თუმცა ჯერ ეს კადრები არ ჰქონდა ათვისებული მოსახლეობას, რომ დღის უფრო დრამატული გაგრძელება ვიხილეთ. დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები „ნურსა", და ზურაბ ჯაფარიძე, პოეტ რეზო ამაშუკელის „შეტრუსული გოჭი", ბაქოს აეროპორტში, ელექტრონული შოკის ხელსაწყოებითა და ნახევარი მილიონი დოლარით ხელში დააკავეს.

 

 

„ალიამ" მყისიერად დაიწყო საკითხის მოკვლევა, დავუკავშირდით პარლამენტის აპარატის უფროსს, ზურაბ მარაქველიძეს, კითხვით - უმცირესობის დეპუტატები ბაქოში ხომ არ იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით? ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მარაქველიძემ განაცხადა, რომ ისინი იქ პარლამენტიდან ოფიციალური ვიზიტით არ იმყოფებოდნენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ალია" საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, უწყებამ განაცხადა, რომ ისინი დეტალების დაზუსტების პროცესში იყვნენ. ინფორმაციების მოპოვების პარალელურად, „კურიერის" საინფორმაციო გამოშვებაში ნადირაშვილმა სატელეფონო კომენტარი გააკეთა, სადაც მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია. უცნაური აქ ისაა, რომ ნადირაშვილი მომენტალურად ჩაერთო „კურიერს", თუმცა „ალიას" მცდელობა, ნადირაშვილს დაკავშირებოდა, უშედეგოდ დასრულდა. ირმა ნადირაშვილის პირად მობილურ ტელეფონზე მისმა დედამ უპასუხა და განაცხადა, რომ ირმას ტელეფონი სახლში ჰქონდა დატოვებული და გავრცელებული ინფორმაციები მისი შვილის დაკავების შესახებ ტყუილი იყო. ამ ყველაფერს ნაციონალების ჯამბაზის, გოგა ხაჩიძის „ფეისბუკური" სტატუსტები მიჰყვებოდა ლაიტმოტივად, „ცრუ განგაშს ჰქონდა ადგილი".

 

 

„ალია" აზერბაიჯანში საქართველოს კონსულს, ნიკოლოზ გოგიტიძეს იმ დროს დაუკავშირდა, როცა ის ალიევის სახელობის აეროპორტში მიდიოდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, გვთხოვა, რომ ნახევარ საათში დავკავშირებოდით, თუმცა რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, მასთან კონტაქტი აღარ შედგა. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პასუხიც იგივე იყო, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდა კითხვებზე, თუმცა მოგვიანებით მან უკვე ტელეფონი გამოთრო. „ალიას" აინტერესებდა, ვინ შეატყობინა საქართველოს საელჩოს ეს სკანდალური ინფორმაცია. ჩვენ მოვისმინეთ ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ოფიციალური კომენტარი, რომ „ნაციონალი" დეპუტატები აზერბაიჯანის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კი არ დააკავეს, არამედ გააჩერეს, რადგან მათ აღმოაჩნდათ არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხა, საუბარია მილიონ დოლარზე. ელჩმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ გადმოჰქონდათ ელექტროშოკები. ჩნდება ლოგიკური კითხვები, საქართველოს ელჩსა და კონსულს, ოფიციალურ დონეზე, ვინ შეატყობინა,რომ დეპუტატებს აღმოაჩნდათ დიდძალი არადეკლარირებული თანხა? „კურიერს" აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ დაუდასტურა, მაგრამ რამდენად სანდოა ეს? შსს-ს თანამშრომელმა ვინაობა არ გაამხილა და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იგივეს გამეორება, რაც მან თქვა.

 

 

ჩნდება ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ჯაფარიძესა და ნადირაშვილს არადეკლარირებული ფული ნამდვილად გადმოჰქონდათ და ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, მათ საქმეში გავლენიანი ადამიანები ჩართეს. ვინც აზერბაიჯანში ნამყოფია, ეცოდინება, რომ ფულით ყველა საქმეს აკეთებ და დიდი ფულით თავისუფლებასაც ყიდულობ და მათ ეს საქმე ჩაფარცხესო... დღის მანძილზე ზურაბ ჯაფარიძე არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებდა. საქართველოში ჩამოფრენამდე ის აცხადებდა, საზღვარზე შეფერხება მართლა მქონდა, იმის გამო, რომ დავაგვიანე, მებაჟეებთან მქონდა რაღაც საუბარი და მომიწია იმ რეისის გამოტოვება, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი, ეს იყო და ესო... აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით კი, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელ მებაჟეებს დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს (?!). მათი გაჩერების მიზეზად ელჩი არადეკლარირებულ თანხას ასახელებს მომდევნო კომენტარშიც: „იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებქული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს"... თუკი „ნაციონალ" დეპუტატებს ჰქონდათ არადეკლარირებული შავი ფული, რომელიც შემოჰქონდათ საქართველოში და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მოისყიდეს, ეს უფრო დიდი დანაშაულია და თუ ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული და გამყარებული არ იქნება ფაქტებით, ეს ნიშნავს თუ არა, რომ საქართველოს რეალურად არ ჰყავს საგარეო დაზვერვა, ნიშნავს თუ არა, რომ აქ ადგილი აქვს აკრძალულ თამაშებს, რაც ქვეყანას ძვირად დაუჯდება?

 

 

თუ კი „ქართული ოცნების" განცხადებით ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, რომ აქ იმაზე მეტი ხდება, ვიდრე ამის ხმამაღლა თქმას საჭიროდ თვლიან. განცხადებაში ვკითხულობთ: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც". როცა ასეთი ტიპის დანაშაული ხდება, ქვეყნის იმიჯის დაზარალებაზე საუბარი კი არა, მათ დასჯაზე უნდა იყოს ლაპარაკი. მოქმედების დროა, ბატონებო, სანამ კარგად ორგანიზებულ რევოლუციას არ მიიღებთ ნიღაბაფარებული „ნაციონალებისგან".

 

 

ამ ინფორმაციას წინ უძღოდა „ნაციონალი" წიკლაურის განცხადება, რომ შემოდგომაზე საპროტესტო ელექტორატი ქუჩაში გამოვა და აქციებს „ნაციონალებიც" შეუერთდებიან. დიდი ეჭვია, რომ „ნაცები" არეულობას ტირაჟირებენ და ხელისუფლება მაშინ ხარ მაგარი, როცა ძირშივე მოუკლავ ამ დამნაშავე ძალას ამაზე ოცნებას, მაშინ ხარ მაგარი, როცა „გაფაქტავ" და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას შეაჩერებ, როცა ყველას საკადრის პასუხს გასცემ არა სიტყვებით, არამედ ქმედებით. „ნაციონალურ მოძრაობას" რომ უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება, ამის განცხადებით დეკლარირება ჩვენ არ გვჭირდება, მომხდარს კი საზოგადოების მხრიდან კი არ უნდა მოჰყვეს ადეკვატური შეფასება, არამედ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოიძიონ, საიდან, რისთვის, შემოდიოდა ეს შავი ფული.

 

 

„ალია" დღის მანძილზე არკვევდა დეტალებს. ჩვენ დავუკავშირდით ბაქოს აეროპორტს, უსაფრთხოების სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ მომხდარზე ინფორმაცია რომც ჰქონდეთ, უფლება არ აქვთ, ოფიციალური კომენტარი გააკეთონ. მოგვიანებით აზერბაიჯანულ საიტებზე გავრცელდა აზერბაიჯანის აეროპორტის საბაჟო სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი დეპუტატები გლობალური იმუნიტეტით სარგებლობენ, მათ აქვთ დიპლომატიური პასპორტები და დაკავებული ვერ იქნებიანო.


რა შემთხვევაში ხდება ქართველი დეპუტატების დაკავება და მათი გაჩხრეკა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტაგ ხმალაძე აცხადებს: „უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ქართველი დეპუტატების დაკავების უფლება აქვს. პარლამენტის წევრებს მხოლოდ დიპლომატიური პასპორტი აქვთ და დევნისგან იმუნიტეტით არ სარგებლობენ. ამიტომ შესაძლებელია და უფლება აქვთ, კანონის დარღვევის შემთხვევაში დააკავონ პარლამენტის წევრი".


ირმა ნადირაშვილმა დაიმუქრა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე იტყუება და ამისთვის პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. „ნაციონალი" დეპუტატები ბაქოში მხოლოდ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სასაუბროდ რომ არ იქნებოდნენ ჩასულები და აქ რომ ბევრი რამაა საეჭვო, ეს ფაქტია, „ნაცებისგან" ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური ქმედება კი არაა გასაკვირი, ის უნდა გაგიკვირდეს, როცა დაინახავ, რომ რაღაცაში მართლები არიან. „ალიას" ინფორმაციით, ბაქოში საქართველოს ელჩი, ალბათ, დღეს გააკეთებს კომენტარს, რატომ გაგრძელდა შიდა მოკვლევა დაახლოებით ოთხი საათი, რის შემდეგაც „ნაცები" გაუშვეს. საინტერესოა, თუ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა, სად არის ეს დოკუმენტურად დაფიქსირებული? ჩატარებული მოკვლევით რა დგინდება?


„მთავარი მოვლენა ამ სკანდალში არის ის, რომ საქართველოში „ნაციონალებს" მილიონი დოლარი „შავი ფული" შემოჰქონდათ, საქართველოში 30 000 ლარზე ზევით არადეკლარირებული ფულის შემოტანა ითვალისწინებს ჯარიმებსა და ფულის კონფისკაციას, და დეპუტატის შემოწმების უფლება გაქვს, თუკი ეჭვი ჩნდება. გამოსაკვლევია ამ ფულის წარმომავლობა და რისთვის შემოჰქონდათ ის, თუკი ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო": - აცხადებს „ალიასთან" საუბარში იურისტი კახა კახიშვილი.


ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დღის ბოლოს, ბაქოს სკანდალის შემდეგ, აზერბაიჯანის დედაქალაქიდან თბილისში, ბაქო-თბილისის რეგულარული რეისით დაბრუნდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ ცინიზმის ზღვარს მიღმა განცხადება გააკეთა, „მებაჟეს, ეტყობა, არ მოვეწონე და გამჩხრიკა, რის გამოც რეისზე დავაგვიანეთ, ქალაქში გავედით და ყავას ვსვამდით, როდესაც გავიგეთ ინფორმაცია საქართველოდან, რომ თურმე, დაგვაპატიმრეს და აღმოგვაჩნდა ელექტროშოკები და ფული. თავიდან ბევრი ვიცინეთ, შემდეგ კომენტარებიც მივეცით მედიასაშუალებებს. ამის შემდეგ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ მე და გოგა ხაჩიძემ. ვფიქრობდით, რომ გავერთობოდით ცოტა და თბილისში განვახორციელეთ რამდენიმე ზარი. არაფერ კონკრეტულზე არ გვილაპარაკია, მაგრამ შევქმენით ისეთი განცდა, თითქოს მართლა რაღაც მოგვქონდა, ვფიქრობდი, რომ შემდეგ აქ მოგვიწყობდნენ ჩხრეკას და ამაზე გავერთობოდით და კიდევ ერთხელ დავადასტურებდით, რომ გვისმენენ. მაგრამ მოხდა უარესი: როცა აეროპორტში მივედით, რომ გამოვფრენილიყავით, იქ დაგვხვდა მთელი საქართველოს საელჩო, ნაცვლად იმისა, რომ მოსულიყვნენ და ეკითხათ, რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდათ ქართველ დეპუტატებს, დაკავებული იყვნენ იმით, რომ მებაჟეებს ეკითხებოდნენ, რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათ ამათო. გარდა ამისა, დადიოდა ბევრი ადამიანი, ვინც სურათებს გვიღებდა, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურებიდან იყო ეს ხალხი. ამის შემდეგ სადღაც ნახევარი საათი გვჩხრეკდნენ. დაიმხეს თავზე ყველაფერი, რაც კი თან გვქონდა. სადღაც 40 წუთი დააგვიანა ამის გამო თვითმფრინავმა. ეს ხელისუფლება არის ავად, ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ქვეყნის დეპუტატის რეპუტაციის შელახვა არ არის კარგი საქმე;  ვერ ხვდებიან, რომ ამით ზოგადად ქვეყნის რეპუტაცია ილახება. ერთი მილიონი დოლარი რომ მქონოდა, როგორც მინიმუმ, როუმინგს ჩავრთავდი, მაგრამ ტელეფონი არ მქონდა. არადეკლარირებული თანხა რომ გვქონოდა, ამაზე გაგვიშვებდნენ ციხეში".


თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, დაუსჯელი დარჩება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, „ნაციონალების" ღადაობა, ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას და ასევე ქვეყანას. ხაჩიძის, ჯაფარიძის, გაბაშვილის, ნადირაშვილისა და ამ პოლიტიკური კრიმინალების საღადაო რომ გახდები, ქუდი უნდა დაიხურო და არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, ამ ქვეყნიდანაც წახვიდე.


ძალიან საინტერესოა, დღეს ამ სკანდალს რა გაგრძელება ექნება? აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა როვშან ჩაჰანგიროვმა ქართველი დეპუტატების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოში დაკავების საკითხთან დაკავშირებით, „მაესტროს ცხრიანში" სატელეფონო ჩართვისას დაადასტურა, რომ ისინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტმა დააკავა. ვნახოთ, როგორი დილა გაუთენდებათ „ნაციონალებს" და რა გაგრძელება ექნება „შავი ფულის" სკანდალს...


P. S. მასალა თითქმის დასრულებული გვქონდა, როცა გვიან ღამით ბაქოდან დამატებითი სკანდალური ინფორმაცია მივიღეთ. „ალიას" ინფორმირებული წყარო გამორიცხავს ვერსიას, რომ დაბალ დონეზე ქრთამის გადახდით მოგვარდა ეს საკითხი, „აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მისმა ყოფილმა კოლეგამ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა და დახმარება სთხოვა. სწორედ ალიევის ჩარევით ჩაიფარცხა ეს სკანდალი. ბაქოს შსს-მ ინფორმაცია უარყო და ორი ნაცპოლიტიკური კრიმინალი უვნებელი დააბრუნეს ქვეყანაში". საკითხი, როგორც წყარო ირწმუნება და თუ მისი ინფორმაცია რეალურია, შეიძლება  ოფიციალურ დონეზეც დადასტურდეს.


ყველა კრიმინალური გზა მიხეილ სააკაშვილამდე მიდის. „ნაციონალების" ფოკუსი საარჩევნო ციკლში გუშინ ფრედ დასრულდა, რა იქნება ხვალ? ხვალ ჰაერში დენთის სუნი გამძაფრდება!


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016