რეგიონები
გიორგი ჩხაიძე: ჩოხატაურში ქლორის ავზებს დღეს სპეციალური სამსახური გაანადგურებს
ავტორი: თეო ტაბატაძე
29 ივნისი, 2014. 11:03
ჩოხატაურის რაიონში ქლორის ავზებს დღეს გაანადგურებენ. გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ადასტურებსა, რომ წუხელ ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, თხევადმა ქლორმა გაჟონა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"დაზარალებულები თავს კარგად გრძნობენ. დღეს სპეციალური სამსახური გაანადგურებს ავზებს, ვინაიდან მისი გადაადგილება არ შეიძლება. მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლაც. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სავარაუდოდ შეძლებს ამ ზარალის ანაზღაურებას", - აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ადგილობრივებმა ჯართის შეგროვების დროს ძველი ავზი იპოვეს, საიდანაც თხევადმა ქლორმა გაჟონა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57