reportiori.ge - ლევან კალანდაძე: სირიის კონფლიქტი ნეგატიურად აისახება ნავთობპროდუქტების ფასებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:18
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: სირიის კონფლიქტი ნეგატიურად აისახება ნავთობპროდუქტების ფასებზე
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 17:30

რა გავლენა შეიძლება იქონიოს სირიის კრიზისულმა სიტუაციამ მსოფლიო ეკონომიკაზე „რეპორტირთან" შეფასებები ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ  გააკეთა.

„სირიის კონფლიქტი არ არის ლოკალური კონფლიქტი.  ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ გლობალური კონფლიქტია. როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, მასში ჩართული არიან, მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოები და შესაბამისად, ამ კონფლიქტის გლობალურობის მასშტაბი არის ძალიან დიდი.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და პრაქტიკულად, ოპიკის წევრი ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი ამ კონფლიქტშია ჩართული. შესაბამისად, შეუძლებელია ამ მოვლენებმა  ეკონომიკურ პროცესებზე არ იქონიოს გავლენა. ძირითადად ნეგატიური გავლენები ნავთობთან დაკავშირებულ საკითხებთან იქნება.

დღეს თანამედროვე მსოფლიოში ყველა ანალიტიკური ხედვა არის ერთიდაიგივე, რომ ეს ნეგატიურად აისახება, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასებზე.

ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ნავთობის მიწოდების თვალსაზრისით, მსოფლიოში შეიძლება რაიმე კრიზისული სიტუაცია დაფიქსირდეს, თუმცა ტრეიდერები ისარგებლებენ ამ მომენტით და მნიშვნელოვნად გაზრდიან  ფასებს, რეალურად მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ნავთობპროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება."- აცხადებს ლევან კალანდაძე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016