reportiori.ge - ოზურგეთის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:39
რეგიონები
ოზურგეთის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა
29 ივნისი, 2014. 13:30



პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში - გიორგი ჩხაიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი კობერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ოზურგეთში წლებია არ განხორციელებულა, ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 2,653,428.70 ლარია. რეაბილიტაციის შდეგად ნაცვლად 8 საათიანი გრაფიკისა , მოსახლეობას წყალი 14 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ამასთან გარანტირებული იქნება წყლის ხარისხი.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუტაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა. ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შედეგად მთლიანად ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას გაუუმჯობესდა წყლის მიწოდების ხარისხი. აქამდე მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად კი გრაფიკის დრო მინიმუმამდე შემცირდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის ხარისხი. ასევე მოხდება წყლის დაქლორვა დასკადასსისტემის მეშვეობით წყლის ხარისხის კონტროლი მუდმივ რეჟიმში განხორციელდება. აქამდე ოზურგეთის მოსახლეობა დაბალი ხარისხის გაუფილტრავ სასმელ წყალს იღებდა და იმასაც შეზღუდული გრაფიკით.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წლის ბოლოს ოზურგეთის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებას დაიწყებს. ამის შედეგად კი მოსახლეობისთვის გრაფიკის სრულად მოხსნა მოხდება. ასევე დაიზოგება ელექტროენერგია, ვინაიდან ტუმბოების 24 საათიან რეჟიმში მუშოაბა აღარ იქნება საჭირო. ოზურგეთის გარდა წყლის სისტემის გაუმჯობესება საქართველოს 28 ქალაქში მოხდება.

 

პროექტის განხორციელების განმავლობაში ობიექტზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული .

 

წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა თანამედროვე საქლორატოროს შენობები, მთლიანად გამოიცვალა სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე გარე და შიდა კომუნიკაციები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ელექტრომომარაგების სისტემას, დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, მოხდა სამივე სათავე ნაგებობის შემოღობვა. დამონტაჟდა ,,სკადასისტემა, რაც საგრძნობლად აადვილებს წყალსადენის ქსელის კონტროლს და ოპერირებას.

 

სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელების დროს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ქალაქი დაიყო 4 სექტორად, რისთვისაც დამატებით მოეწყო 36 სარეგულაციო ჭა ურდულებითა და წნევის რეგულატორებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ქალაქის 3 სატუმბ სადგურზე. #1 სატუმბ სადგურზე დამონტაჟდა 3 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 365 3/სთ. #2 სატუმბ სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 160 3/სთ და #3 სატუმბ სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 120 3/სთ.

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარდა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციისა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსებით მდინარე ბჟუჟის კალაპოტში წყალსადენის დრენაჟებზე და მაგისტრალურ წყალსადენზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 493 000 ლარია. ნაპირდამცავი გაბიონების კედლების მოწყობის და მდინარე ბჟუჟის ძველ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ დაცული იქნება წყალსადენის დრენაჟები და მაგისტრალური წყალსადენი, რაც წყლის დებეტზე და ხარისხზე აისახება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016