reportiori.ge - საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ სირიაზე დარტყმა 4 სექტემბრამდე განხორციელდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:31
კონფლიქტები
საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ სირიაზე დარტყმა 4 სექტემბრამდე განხორციელდეს
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 17:33

საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აშშ და მისი ზოგიერთი მოკავშირე სირიაზე დარტყმას 4 სექტემბრამდე განახორციელებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც სამხედრო ოპერაციის იდეას განიხილავენ, პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ძალით ჩამოცილებას არ შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიციის ცვლილების მიუხედავად, საფრანგეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას კვლავინდებურად არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.  ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას სირიის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და კვლავინდებურად მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.   შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს რიგმა დასავლურმა და არაბულმა ტელეარხმა დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რასაც მედიის ცნობით, 1300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016