reportiori.ge - რა დრო გასულა?!.. იდღეგრძელოს რეზო გაბრიაძემ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:58
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა დრო გასულა?!.. იდღეგრძელოს რეზო გაბრიაძემ!
29 ივნისი, 2014. 17:11



დღეს რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა!


უნიჭიერესი, განუმეორებელი. მრავალმხრივი...


ჟურნალისტიკა... მხატვრობა... კინო... თეატრი!...


ავტორი ჭეშმარიტად შედევრებისა...


ნაღდი ხელოვანი! პრაქტიკულად, ბუმბერაზი, რომელსაც ვერავინ ვერ "ჩარეცხავს"! 


ვერასდროს!


ეს სურათი 50 წლის წინათ გადავიღეთ. დედაუნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქციაში. იქ დავკვალიანდით (როგორც ვახო გოგუაძე იტყოდა), იქ ავიდგით ფეხი... 


რეზო წერდა და ხატავდა. მისი "იუმორისტული" ნახატებიდან არასოდეს დამავიწყდება "უცნობი, უსტიპენდიო სტუდენტის ობელისკი"! (ვეძებ ჩემს არქივში და აუცილებლად ვიპოვი)... მერე "მოლოდიოჟკა", მერე... და წავიდა და წავიდა!.. სულ წინ და მაღლა! მწვერვალებისკენ და უკვე ისეთ სიმაღლეზე აფრინდა, რომ... დიდი ხანია

გახდა ქართული კულტურის სახე და სიამაყე!


ჩემიც!


ჩვენი უსაყვარლესი მეგობრები ცნობილი ლიტერატორი, კრისტალური პატიოსნების და პრინციპულობის განსახიერება, უვაჟკაცესი ჯუმბერ თითმერია და საოცრად საინტერესო, მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოვებული და "ფანტაზიორი" ვასიკო მჭედლიშვილი, სამწუხაროდ, უკვე აღარ არიან... მეტისმეტად ადრეაღესრულნენ!


რეზო დღეს 78 წლის გახდა!


რა დრო გასულა! საინტერესოდ, შინაარსიანად, სიხარულით სავსე, ბოლო დროს მოხშირებული ტკივილებით...


იდღეგრძელოს რეზო გაბრიაძემ!

 


ნუგზარ ფოფხაძე

 

 

პ.ს.  მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი“ უერთდება მილოცვას და ბატონ რეზოს დღეგრძელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016