reportiori.ge - გიგი უგულავა: მოვიდეს ვიგინდარა ჯოზეფ ქეი და მისცეს სასამართლოზე ჩვენება და რას იბლუყუნებს, ამას საზოგადოება ნახავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:55
სამართალი
გიგი უგულავა: მოვიდეს ვიგინდარა ჯოზეფ ქეი და მისცეს სასამართლოზე ჩვენება და რას იბლუყუნებს, ამას საზოგადოება ნახავს
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 17:35

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი თითიდან გამოწოვილი და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 "დღევანდელი დაკითხებიდან გამოჩნდა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ კატას. ეს გაყიდვა იყო საჯარო, ყველა მაშინ მოქმედი ტელევიზია თუ მედიასაშუალება ესწრებოდა მიწის კომისიის ყველა სხდომას და ეს კომისიის წევრებმაც დაადასტურეს, რომ იყო შეჯიბრებითობა და სსხვადასხვა წინადადებები. თქვეს კიდეც კომისიის წევრებმაც, რითი იხელმძღვანელეს - ერთი იყო ფისკალური ეფექტი ანუ ის თანხა, რომელსაც კერძო კომპანია ბიუჯეტში გადაიხდიდა და მეორე, პრინციპულად წინააღმდეგი იყო კომისიაც და მერიაც, რომ იქ რაღაც საცხოვრებელი სახლები აშენებულიყო. ასე რომ, ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. რა ვქნა, კანონი ითხოვს, ვმონაწილეობ ამ პროცესში და შედეგსაც დავინახავთ. მეც მაინტერესებს. მოვიდეს ვიგინდარა ჯოზეფ ეი და მისცეს სასამართლოზე ჩვენება და რას იბლუყუნებს, ამას საზოგადოება ნახავს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 შეგახსნებთ, რომ თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პროცესი 18 სექტემბერს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016