reportiori.ge - დავით ნარმანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში რებილიტირებული გზა გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:47
რეგიონები
დავით ნარმანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში რებილიტირებული გზა გახსნა
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 17:47

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის რებილიტირებული გზა გახსნა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ყულართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სოფლის მოსახლეობის სურვილი იყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 1 მილიონ 397 ათას 600 ლარი დაიხარჯა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულდა პირველი რეგიონული პროექტი, რომელიც გულისხმობდა სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზის გაკეთებას," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ, - „სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, მარნეულის მუნიციპალიტეტს, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ჯამში - 3 მილიონ 600 ათასი ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან კი, 2 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რიგ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურებია ამოქმედებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინ მივიწევთ იმ პრობლემების გადაჭრის გზაზე, რომელიც სოფლების წინაშე წლების განმავლობაში იდგა. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ გზის მშენებლობის გაგრძელების საკითხი დააყენა. ჩვენ ახლა დავათვალიერებთ, რა ვითარებაა ამ მხრივ და მომავალ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გზის მშენებლობას დანარჩენ სოფლებამდე გავაგძელებთ. ამით ბოლომდე გადავჭრით პრობლემას, რომლის მოგვარებაც წელს დავიწყეთ."

სოფელ ყულართან მისასვლელი გზა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაკეთდა. ამას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სოფლის გამგებელმა, ქაშამ ქარაევმა.

ბოლო 30 წელია, ინფრასტრუქტურის კუთხით, ყულევში არაფერი გაკეთებულა, ამ რამდენიმე თვეში კი, დაიგო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი ხარისხის, 3,5-კილომეტრიანი გზა," - განაცხადა მან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, სოფელ ყიზილაჯლოს გზაც დაათვალიერა. აქამდე ფაქტობრივად გამოუყენებელი გზა მოიხრეშა, რამაც სოფლის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა მოუხსნა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016