რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას თქმით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ევროპისთვის და რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისი შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკაში სასიკეთოდ ვერაფერს შეცვლის.
"რუსეთში ამას ყურადღებას არ აქცევენ, უბრალოდ, ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, არც ევროპისთვისაა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში დიდი ინტერესის საგანი. ევროპას არაფრად სჭირდება ღარიბი და ღატაკი ქვეყანა. არ მგონია, რომ ხელმოწერამ საქართველოს ეკონომიკას რაიმე სასიკეთო მოუტანოს. ჩვენი პროდუქცია არასოდეს წავა ევროპაში, ისევე, როგორც მეეჭვება, ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში. ერთადერთი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი", - განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.